+++++
ამაზეც არაერთხელ დამიწერია.
სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება,მანამ ივლის ოპოზიცია თუ ოპოზიციად წოდებული
ხალხის მასა აღმა-დაღმა.
რუსული ხელისუფლებაო,უსამართლო სასამართლოო, ჯიბის პროკურატურა
და პოლიციაო... ამას გაიძახის ყველა,მადამიდან დაწყებული, რიგითი მომიტინგით
დამთავრებული და მხოლოდ მიშა სააკაშვილის შემთხვევაშია ხელისუფლება
ეროვნული,არარუსული,სასამართლო სამართლიანი და ა.შ
სანამ მესამე პრეზიდენტის თემას ტაბუ არ მოეხსნება და ყველა არ შეთანხმდება,
რომ მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მის გათავისუფლებას არ მოითხოვს,
არ იქნება სამართალი,არ იქნება მშვიდობა,არაფერი არ იქნება.
მიშა სააკაშვილის პლაკატებმა გააღიზიანეს თურმე ზოგიერთები !ნწ,ნწ,ნწ...
წეღან,ერთერთი პოლიტპატიმრის დედა ჰყავდათ მიწვეული "ფორმულას" სტუდიაში,
მიშას პლაკატებზე ჰკითხა ჟურნალისტმა და მან,ცოტა ზედმეტი მოუვიდათო.
რატომ ქ-ნო დედა? ბოლობოლო,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,მასაც ხომ ჰყავს დედა,თქვენზე კარგად ვინ უნდა გაუგოს?!
ერთი სიტყვით,ეს საკითხი გადასაწყვეტია და რაც უფრო მალე მოხდება,მით
უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის!
ჰო,კიდევ ერთი,სჯობს,მადამი ოპოზიციის საგარეო საქმეთა მინისტრად და
ელჩად დანიშნონ,შიდა საქმეების მმართველად და წინამძღოლად,
ყველასთვის მისაღები ლიდერის არარსებობის გამო,ოპოსაბჭო,ან რამე სხვა
ორგანო აირჩიონ!