ნუ არ გამოდის რა ამის დედაც ვატირე

როგორც 'განსაცდელისტების' ოთხვარსკვლავიანი გენერალი იტყოდა, ჯერ კიდევ მაშინვე, აქციების პიკის პიკში, ვციტირებ პერიფრაზს:
''200 ათასი კაცი რო გამოდის, ეგ კი არ უნდა გვიხაროდეს, პირიქით - დანარჩენი 800(პირობითად) ათასი სად დედისტყვნაშია(ეს მე გავამძაფრე, ახია მაგათზე

), მაგაზე უნდა ვტიროდეთო''.
მაიორმა ბრძანა, ტოესწ ღენერალმა და ეჭვი მაქვს - ამაზე მართალი აღარც დაუწერია მას მერე, თუმც კი სპამავს ფორუმს დღის ჩაუგდებლად ;დ
ვერ/არ გახდა პროტესტი სახალხო და უნდა გავუსწოროთ ამას თვალი

სახალხოში იგულისხმება, იიიიიიიიმენა სახალხო.
ახლა არის ზედმეტად 'პოლარიზებული' პროტესტი, ანუ მხოლოდ ერთი კონკრეტული კატეგორია ვართ ხალხის - დასავლური მენტალიტეტის, ინტელექტუალი, დავარცხნილი, კანონმორჩილი (

) და ა.შ. სხვა ნებისმიერი რაფინირებული ეპითეთით შემკობილი კონგლომერატი;
და ესეთი ხალხი კიდევ ვერასდროს ვერსად ახდენს ცვლილებას; არ მახსენდება მე ეგეთი რამე, მითუმეტეს - ამ ავტორიტარიზმის ტალღაზე, რაც მთელ სამყაროში ხდება, სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია;
ყველა ძველი წარმატებული პროტესტი იყო სრულიად სახალხო და კონტრასტული:
ვარდების რევოლუციის დროს აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ხალხი იდგა იქ - რუსეთუმეც, მედასავლეთეც, ჯიბგირიც, პატიოსანიც, დიდი-პატარა, ბატანიკი-ქუჩის ბიჭი და ა.შ. მეტნაკლებად ყველა სოც. ფენის და მენტალიტეტის ხალხს ამოსული ქონდა ყელში და დარმწუნებით უნდოდა ცვლილება;
აი ის - ცალკე საკითხი და საინტერესოა მერე - რეფორმატორი მთავრობის მოსვლიდან 1-2 წელში რო - იმ აქციაზევე მყოფი ხალხის არაერთი კატეგორია განუდგა თავიანთვე მოყვნილ მთავრობას;
ასევე 2012 შიც მრავალფეროვანი მასა აპროტესტებდა - ღიად რუსეთუმედან დაწყებული - ულტრაპროდასავლელით დამთავრებული;
ნუ აქ არ გახდა საჭირო არანაირი გადატრიალება - პირიქით სრულიად დემოკრატიულად გადაბარდა ხელისუფლება, მარა ჰიპოთეტურად ხო ვიცით, რომ მაშინ რო ამათსავით შეეწერათ არჩევნები, ის პროტესტი ერთი ათჯერ მეტად იყო წარმატებისთვის ''განწირული'' ვიდრე - ეეს ახლა რაც ხდება;
ხოდა არ გამოდის რა, რა ვქნა აწი, ნეტა შევცდე და გამოვიღო მაგრად და იმენა ### გამოვდგე, მარა დავიღალე მაგრა პოზიტივ-ოპტიმიზმით

ის დანარჩენი ხალხი გამოდგა სუპერ კონფორმისტ-კომფორტისტი;
უფრო სწორედ- ბიძინამ ჩასვა შესაბამისი დონის კომფორტში ეგ ხალხი - ზოგისთვის ერთი მეშოკი კარტოფილია კომფორტი, ზოგისთვისაც - მიწა -რაზეც თესავს და ა.შ.
ხო თქვა, ათი წლის წინ -''შუა უნდა გაიკრიფოს''-ო, და ეგ იგულისხმა: საპროტესტო ტალღაზე დატოვა მხოლოდ ერთი კონკრეტული კატეგორიის ხალხი და დანარჩენები შეიწოვა

ზუსტად იცოდა, როგორც სპორტში ხდება ( მანიბოლი ხო გინახავთ ) - სპორტი იმაზე ჩახლართულია, ვიდრე ეკრანიდან ჩანს:
მარათონულ ტურნირებზე ყველა თავმოყვარე მწვრთნელს გათვლილი აქვს, რომ პირობითად: ყველაზე სუსტ 5 გუნდთან უეჭველად 4-5 მოგება მოაქვს, ტოპ5-თან პირიქით - განსაზღვრული აქვს, რომ წააგებს 4-ს მაინც და ამის მიხედვით აწყობს მერე მოლოდინებს და სავარაუდო შედეგს სეზონის ბოლოს;
სხვა ყველა გამონაკლისი განიხილება, როგორც - ბედნიერი შემთხვევითობა

ასე მოიქცა ივანიშვილიც მოსვლის მეორე დღიდანვე - ზუსტად იცოდა, რომ მედასავლეთე ხალხს ვეღარაფრით გააკავებდა ( მათ უკვე გაუკეთეს საქმე 2012 ში

) და აწი მხოლოდ და მხოლოდ გადინებას ნახავდა ამ კატეგორიის ხალხის ნაკადის პოტენციური ამომრჩევლობიდან;
ამიტომ, გადაწყვიტა ის ხალხი, ვინც მის მოსვლამდეც მენტალურად ქოცი იყო, სამუდამოდ მოჩანგლული ყოლოდა და არ დაეშვა, რომ მოპროტესტედ შემობრუნებოდა;
\მოსვლის პირველი წამიდან ამას აკეთებს. შედეგიც სახეზეა;
აქ არ აქვს იმაზე საუბარს აზრი - არჩევნები გაყალბდა, თუ არ გაყალბდა და ა.შ. ეს არ არის მნიშვნელოვანი;
არჩევნებით დარჩენას შეიძლება არ ყოფნიდა ქოცების ამომრჩევლის რაოდენობა, მარა პროტესტის დიდ და საყოველთაო მასშტაბში ვერ(!) გადაზრდას - ნამდვილად ყოფნის;
მითუმეტეს, რომ, ვიმეორებ - რაც არ უნდა ბევრნი ვიყოთ - ჩვენ ვართ მხოლოდ ერთი კონკრეტული კატეგორიის ხალხი და დალშე, მთელი რიგი სპექტრი მოსახლეობისა არის - ქ ო ც ი;
ქოცი კი არის სრულიად მორალ#####ული არსება, ვისთვისაც უცხოა ყველანაირი - სამშობლო ,ღირსება, სამართალი და ა.შ. მსგავსი მაღალი მატერიები; სასაცილოც კია;
ქოცი არი კლასიკური განგსტერული - არაფერი პირადული მხოლოდ ბიზნესი

მაქსიმალური მერკანტილიზმი ბოლომდე ჩაჭერით და სრულიად არ ადარდებს რუსი იქნება სავაჭრო პარტნიორი თუ ნორვეგიელი;
დაჟე ის ''თურქეთი(ც) ოკუპანტია'' და ''ევროპა გვაპიდარასტებს''-იც სრულიად სტერილური და სიტყვის მასალა ფრაზებია მათ მიერ, თორე აბა მიდი და მართლა დაუკეტე ან ერთი ან მეორეს საზღვარი, ხო გამოყლევდა ეგრევე, რაც მაქედან ფულებს შოულობს ;დ
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4