#62001363 · 6 Apr 2025, 00:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
IOSKAMAN
QUOTE | სამხრეთ კორეაც არაა გაერთიანებული... გერმანიაც 2ად იყო გაყოფილი
მაგრამ რომელმა ნაწილმაც აირჩია განათლება და წარმატება ის განვითარდა
რომელმაც სიბნელე და მონობა დიქტატის ქვეშ ის ერთი ჩამოიშალა და შეუერთდა მეორეს. და კორეის შემთხვევაში კიდევ არც თუ სახარბიელო ყოფაშია... |
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა ორი განსხვავებული სახელმწიფოა და არა ოკუპირებული ტერიტორია. არარელევანტური მაგალითია.
გერმანიას რაც შეეხება იქ გერმანული მოსახლეობა არსებობდა და წინააღმდეგობის ძალაც იყო წარმოდგენილი, ხოლო დასავლეთ გერმანიაში მილიონობით ფული იხარჯებოდა ამ პრობლემის გადასაჭრელად. გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი საერთოდაც ამ მიმართულებაზე მუშაობდა ექსკლუზიურად - რამდენად სწორი სტრატეგია ჰქონდა ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მუშაობით კი ნამდვილად მუშაობდა. დასავლეთ გერმანიაში არასდროს უთქვამთ უარი გაერთიანებაზე, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში წინააღმდეგობის ქსელი აქტიურად ებრძოდა საბჭოთა შტაზის.
ასეთი მოცემულობა ჩვენ არ გვაქვს. საქართველოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა მისი ოკუპირებაა. განმეორებადი საფრთხეები, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან მომდინარეობს და მენტალური დამცირება, რომელიც საზოგადოებამ ბოლო 35 წელიწადში რამდენჯერმე გადაიტანა, სერიოზული კვალი დატოვა საზოგადოების მდგრადობასა და იდენტობაზე. სტოკჰოლმის სინდრომი რომაა ქვეყანაში და საზოგადოების ნაწილს რუსი უყვარს, სწორედ ამ უბედურების შედეგია, რასაც ოკუპაცია და ომში მარცხი ჰქვია. მისი მოშორების გარეშე ძალიან რთულად დავაღწევთ თავს.
QUOTE | ამიტომ ჯერ ის ხალხი უნდა გაამდიდროს ქვეყნის დარჩენილი ნაწილის მთავრობას, რომელსაც აკონტროლებს და მერე იფიქროს სხვაზე.
|
არანაირად არ გამორიცხავს ტერიტორიული მთლიანობისათვის აღდგენის მზაობა და მცდელობა მოსახლეობის გამდიდრებასა და დაწინაურებას. მე იმ აზრის მომხრე ვარ, რომ ისეთი ქვეყანა უნდა გქონდეს დაცვა და განვითარება რომ გიღირდეს და გჯეროდეს მისი. კონკრეტული ელიტა თუ მდიდარია და ხალხი ღარიბი, იმის დაცვის მოტივაციაც არ ექნება ადამიანს. ელემენტარული პატრიოტიზმია კარგი ხელისუფლების მხრიდან, რომ იზრუნოს საკუთარი ხალხის განვითარებასა და დაწინაურებაზე, მაგრამ ამასთან ემზადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის.
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|