დაიდო ატლასტინტელის ახალი გამოკითხვის შედეგები. ტრამპის approval რეიტინგი აგრძელევს კლებას და ამჯერად
46.1%-ზეა. 52.4% უკმაყოფილოა ტრამპით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ატლასინტელის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს ტრამპის რეიტინგის მუდმივი კლების ტრენდს, რასაც 1-2 კვირის წინ ვწერდი და რაც სხვა გამოკითხვის შედეგებშიც აშკარაა. ინაუგურაციიდან დღემდე ანუ არასრულ 100 დღეში უკვე რეიტინგის
4% დაკარგა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტრამპის, როგორც პრეზიდენტის მიერ შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ამჯერად მხოლოდ
43.4%-ია. ამ მაჩვენებელსაც კლების ტრენდი ახასიათებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტრამპის პოლიტიკის აბსოლუტურად ყველა საკითხით მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა, ეს ეხება მიგრაციის საკითხსაც. ეკონომიკით მხოლოდ 42%-ია კმაყოფილი.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოსახლეობის თითქმის 58% ეწინააღმდეგება ტრამპის ბოლო სატარიფო პოლიტიკას.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოსახლეობის თითქმის 64% ფიქრობს, რომ ეს ტარიფები გაზრდის ინფლაციას.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დღესდღეობით მიშელ და ბარაკ ობამების რეიტინგმა გადაუსწრო ტრამპის რეიტინგს. დაიკლო ვენსის რეიტინგმაც

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ არ მოთოკავენ, როგორც ადრე ვივარაუდე, შემოდგომამდე პოლიტიკურ გვამად იქცევა და რესპუბლიკურ პარტიასაც გაიყოლებს. სიგიჟეების კეთების სივრცე უფრო და უფრო ეზღუდება რეიტინგის კლების გამო.
This post has been edited by Radbruch on 18 Apr 2025, 05:02