ეხლა რაც შეეხება შეიარაღებას
აქ სერიოზულად მიდის საუბარი, ამერიკული იარაღი რატო უნდა იყიდონო?
საფრანგეთმა 4 წლის მანძილზე ასტერის 2 ბატარეა ძლივს მიაწოდა (ისიც იტალია ჩაიწილა)
არცერთი ტანკი, არცერთი ქსმ და ა,შ
თუ რამდენიმე ათეული/ასეული ვაბი, ცეზარი და სკალპით დამარცხდება რუსეთი?
საფრანგეთის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება იმის მეათედი არაა, რაც ამერიკის და გერმანიის მიერ გაწეული
უკრაინას კი იარაღი ჭირდება მყისიერად და დიდი რაოდენობით
საფრანგეთის სამხედრო ინდუატრია კი ამერიკის სამხედრო ინდუსტრიას მინიმუმ 5-ჯერ ჩამოუვარდება
ასევე, ამერიკას აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის
ჰსთ(პეტრიოტები), ავიაცია, მართვადი ბომბები, ჰაიმარსის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, საარტილერიო ჭურვები, ჯაველინები, სტინგერები, რადარები და კიდე უამრავი რამ
ამის მეათედი არ აქვს რაოდენობაში საფრანგეთს და ვერც შედეგიანობით დაუდგება ამერიკულ იარაღს რაიმე
შესაბამისად, ამერიკული იარაღის გარეშე
მისი სამხედრო წარმოების ტემპის და შესაძლებლობების გარეშე
მისი ტექნოლოგიური უპირატესობების გარეშე
გამორიცხულია უკრაინის ომში გამარჯვება
შესაბამისად
თუ გვინდა ბევრი, სწრაფად და ყველაზე საუკეთესო იარაღი
ამისთვის ერთადერთი ბაზარი არის ამერიკა
მაკრონის კლოუნადები კი (ოდესაში დესანტით დაწყებული და ბიძინას რომ 1 თვიანი ვადა მისცა ტელეფონზე)
სასაცილოც აღარ არის
გერმანია, ბრიტანეთი , სკანდინავიის ქვეყნები ყველაზე მეტს აკეთებენ უკრაინისთვის (შესაძლებლობიდან გამომდინარე)
ნატოს გენერალური მდივანი რუტე კი ყველაზე რადიკალურია რუსეთის მიმართ
ესენი ყველა ემხრობა რაც შეიძლება მეტი ამერიკული იარაღის ყიდვას
და 100% კი არა, მილიონი პროცენტით მართლები არიან
საფრანგეთის და მისი წარმოების იმედზე
უკრაინა კი არა, მალი ვერ იქნება
კარგად გადახედეთ, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების საერთო წილის რა პროცენტი მოდის საფრანგეთზე
და კიდე კითხულობს ზოგი, რატო ყიდულობენ ამერიკულ იარაღსო
This post has been edited by DIDGORI-GEO on 28 Jul 2025, 20:18