დღეისათვის ქართველ ქალებში ყველაზე მაგარი ქართველი ქალის, "გმირი თინა წავკისელის და მაია წყნეთელის" დარი "ვაჟკაცი" (!) ქართველი ქალის, მაგარ ქართველებში ერთერთი ყველაზე მაგარი ქართველის, სალი კლდის, თეა წულუკიანის განცხადება შესაძლო პირად სანქციებთან დაკავშირებით:
(თუ არ ვცდები, აქ სწორედ საბრალო ურსულას მიერ დადგენილი შესაძლო სანქციები იგულისხმება)
"
„ჩვენ, ვინც დაგვასანქცირეს ამისთვის, რომ გვეღალატა, გავმდგარიყავით, გვებრძოლა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და არა მარტო მან, მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთის რანგში აყვანილები, მაგრამ ჩვენ ასე ვერ ვიქცევით. მე მაგალითად მწამს, ასე რომ მოვიქცე მიწა არ მიმიღებს, ამის დღე დადგება, როცა დადგება, ეს დაუშვებელი რაღაცაა რასაც ითხოვენ. ითხოვენ რას? - შენ გასანქცირებენ და გსჯიან იმიტომ, რომ კიდევ არ უღალატე ბიძინა ივანიშვილს, მოდი დაგასანქცირო. აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ. ჩვენ ვინც ვართ, არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას იმიტომ რომ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ოჯახს ხაზს ვუსვამ, ამდენი ხანია პოლიტიკაში ვართ და კიდევ ერთხელ უფრო ღრმად დავრწმუნდი, გარშემოც ვუყურებ, ხომ ბევრნი ვართ ჩვენ არ ვართ ცოტა გუნდში, ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსისთვის, მითუმეტეს ის, ვინც საფრთხეების წინაშე დგას ოჯახი, ამიტომ მადლიერებით ყოველთვის ოჯახი უნდა აღინიშნოს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით. ჩვენ დღეს შეიძლება საერთოდაც არ ვიქნებოდით, ან რაღაც ნარჩენები იქნებოდა ჩვენგან დარჩენილი. არავის არ ეწყინოს და ვერავინ „ქართული ოცნების“ გუნდში იმ ტვირთს ვერ აწევდა, რასაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ „enablers“. აღიარებით ჩვენებას გაძლევთ, „enabler“ ვარ მათ შორის მეც, ვაგრძელებთ მუშაობას, ვისთვის რომ ,როცა დადგება დრო თქვენ მიხვალთ საარჩევნო ურნასთან გადაირჩევთ „ქართულ ოცნებას“ და ხმას მისცემთ ისეთ ძალას, რომელიც იქნება ან უკეთესი ან ტოლფასი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
"
https://imedinews.ge/ge/politika/392302/tea...i-ar-viqneboditძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, -
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, -
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ -
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, -
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით;
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
ისე მტკიცედ იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
...
ლადო ასათიანი
https://poetry.ge/poets/lado-asatiani/poems...ebo-sakheli.htm This post has been edited by შავლეგა on 26 Jun 2025, 16:40