aneriრა ზღაპრებს ყვები მაგ ბავშვზე ?
15 წლის მარიამ გოგინაშვილი ერთ-ერთია იმ 8 ქართველი ბავშვიდან, რომელსაც ინტერპოლი უკვე თითქმის 20 წელი ყვითელი ცირკულარით ეძებს.
გოგონას ოჯახის ახლობელი შაბათის ფორმულასთან საუბარში იმ დღეს იხსენებს, როდესაც თამაზ გოგინაშვილი შვილის გადასარჩენად გამტაცებლებისთვის თანხის გადასაცემად მიდიოდა. შემდგომი ინსტრუქციის მისაღებად ის ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაჩერდა. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მარიამს ცოცხალს ნახავდა, მაგრამ ლოდინის საათები უშედეგო აღმოჩნდა.
საკონტროლო წრის შესრულების შემდეგ, თამაზ გოგინაშვილს კიდევ ერთხელ დაურეკეს და ზუსტად მიუთითეს ავთოფარეხებთან ის ადგილი, სადაც უკუსვლით უნდა შესულიყო და გაეჩერებინა მანქანა. სწორედ აქ უნდა მომხდარიყო მოლაპარაკებული 70 ათასი დოლარის გადაცემა.
მანქანის ავტოფარეხებთან გაჩერების შემდეგ, გამტაცებლები თამაზ გოგინაშვილს კიდევ ერთხელ დაურეკეს და უთხრეს, რომ ფარები რამდენჯერმე აანთოს და ჩააქროს. სთხოვეს, რომ თანხა იქვე დაეგდო, რის შემდეგაც უთხრეს, რომ გასულიყო და ნუცუბიძის ქუჩაზე გაჩერებულიყო.
ფული რომ დატოვა, გამთაცებლების მითითებით თამაზ გოგინაშვილი ნუცუბიძის ქუჩაზე გაჩერდა. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ მარიამი საჩხერის ბაზართან დახვდებოდა. დასავლეთ საქართველოში თამაზ გოგინაშვილი ნუცუბიძიდანვე გაემგზავრა.
ოჯახმა ამ დღის შემდეგ ბევრი ვერსია მოისმინა, თუმცა გაუჩინარებული მოზარდის კვალს ვერსად მიაგნეს. ყოფილი პატიმრის და ტერორისტული ბანდის წევრის აღიარება მათთვის საინტერსოა, თუმცა ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ კოტე ციხისთავი დეტალებს არ ასახელებს. ციხისთავმა გოგინაშვილის საქმეზე ვახო სანაიას გადაცემაში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 15 წლის გოგობა სოფელ დუისის მახლობლად მომხდარ შეტაკებას შეეწირა.
კოტე ციხისთავი პირადად არ შესწრებია იმ მოვლენებს, რომლებსაც აღწერს. იმ მომენტისთვის ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრი უკვე დაპატიმრებული იყო. თუმცა ციხისთავის მტკიცებით, მარიამ გოგინაშვილიც და მანამდე 2001 წელს დუისში მოკლული ნაირა მარგოშვილიც, შოთა ჭიჭიაშვილის ტერორისტულ საქმიანობას შეეწირნენ. ნაირა მარგოშვილი ჭიჭიაშვილის ნათესავი იყო, რომელიც პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის კახა ბაკურაძის შეხვედრას შეესწრო, სადაც ყოფილი პატიმრის მტკიცებით ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას აორგანიზებდნენ.
https://formulanews.ge/News/%E1%83%A0%E1%83...%E1%83%90/64111გუშინ, საგამოძიებო კომისიაზე აფრასიძეების სტუმრობამ საზოგადოებას, 15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე გაახსენა - რა არის ცნობილი ამ საქმის შესახებ?
გოგონა 2002 წლის 24 ივლისს წყნეთიდან გაიტაცეს. 23 წელია რაც რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სხვა ბავშვებთან ერთად, ინტერპოლი დღემდე ეძებს მარიამ გოგინაშვილს.
არასრულწლოვანი გოგონას გატაცების საქმე იმ პერიოდში ძალზედ გახმაურებული იყო და იმდენად აქტიურად შუქდებოდა მედიით, რომ შესაძლოა, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე ახსოვდეს საქმის დეტალები.
მარიამი
ბურუსით მოცულ საქმეს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავდა: მზესუმზირის გამყიდველი ქალი. ის ამბობდა, რომ ბავშვი, რომელიც წყნეთში, საკუთარ უბანში მდებარე მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, გამტაცებლებს საკუთარი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. ამ ფაქტმა საქმის მოწმეს გაუჩინა ეჭვი, რომ დამნაშავეები ბავშვისთვის უცხოები არ იყვნენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, ფაქტის შემსწრე ქალმა აღნიშნა, რომ ბავშვს მათი დანახვა გაუხარდა კიდეც. თუმცა მან ვერ გაიხსენა ავტომობილის ნომერი და ვერც კრიმინალების სახე აღიდგინა.
მოზარდის გატაცებიდან მეორე დღეს გამტაცებლები ტელეფონით დაუკავშირდნენ გოგინაშვილის მამას და გოგონას გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 დოლარი მოითხოვეს. მოლაპარაკებების შედეგად, თანხა 70 ათას დოლარამდე შემცირდა. გოგონას მამამ 27 ივლისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დათქმულ ადგილზე ფული მიიტანა, თუმცა დამნაშავეებმა პირობა არ შეასრულეს, მძევალი არ გაათავისუფლეს და მას შემდეგ გატაცებულის ოჯახსაც აღარ დაკავშირებიან.
როგორც ცნობილია, მარიამ გოგინაშვილის მამა მხედრიონელი იყო, იმ დროისთვის ძალოვან სტრუქტურებში გავლენიან პოზიციაზე მუშაობდა და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი ჰქონდა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, თითქოს ბავშვის გატაცება მის მხედრიონელ მამაზე შურისძიებას უკავშირდებოდა.
გავრცელებული ვერსიით, გაუჩინარებული გოგონას მამამ ორჯერ გადაუხადა სოლიდური თანხა გამტაცებლებს. თუმცა სინამდვილეში სულ სხვა პირები სარგებლობდნენ მომხდარით და რეალური გამტაცებლები ოჯახთან კონტაქტზე არც არასოდეს გამოსულან.
კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, გოგინაშვილი თითქოსდა ძმებმა აფრასიძეებმა გაიტაცეს.
სვანეთში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა განაცხადეს, რომ სამარხში აღმოჩენილი რვა გვამი აფრასიძეების მოქმედების შედეგი იყო. მაშინვე გავრცელდა ვერსია, რომ ერთ-ერთი მათგანი მარიამ გოგინაშვილის გვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უარყო ეს ინფორმაცია - დადგინდა, რომ ეს ცხედრები 19-ე საუკუნის დროინდელი იყო. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ წინა ხელისუფლება ამით აფრასიძეების ოჯახში ჩატარებული ხმაურიანი სპეცოპერაციის გამართლებას ცდილობდა. ამ ვარაუდის მართებულობა გაამყარა საქმის კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა გარემოებამ, რომელიც 2019 წელს გახდა ცნობილი.
აფრასიძეების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვლადიმერ მურავიოვი, რომელიც აფრასიძეების ოჯახში მუშად მუშაობდა, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა გაუჩინარებული გოგონა სვანეთში, აფრასიძეების სახლში. 2006 წელს შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ხსნის ნანახს ვლადიმერ მურავიოვი. უწყებამ გაავრცელა ვიდეოჩვენებაც - ვიდეოში მურავიოვი ყვება: "ოქტომბერი ან ნოემბერი იყო, დავინახე ბიჭი, რომელიც იქ შეჰყავდათ, შევიტანე შეშა, დავინახე ბიჭი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა, იქვე დავინახე გოგოც, მოგვიანებით გავიგე, რომ ეს გოგო მოტაცებული იყო".
მაშინ მურავიოვის ადვოკატი, მარინა ტაბატაძე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გოგინაშვილი ფოტოებზე ამოიცნო და დაადასტურა, რომ ისინი აფრასიძის სახლში ნახა.
მას შემდეგ, რაც "ვარდების ხელისუფლება" შეიცვალა, მურავიოვმა სამართალდამცავ უწყებას აღიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ თავის დროზე იცრუა, როცა თქვა, რომ გოგინაშვილი აფრასიძეებთან ნახა. მისი თქმით, ასეთი შინაარსის ჩვენების მიცემა მას პირადად ადეიშვილმა მოსთხოვა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარიამ გოგინაშვილის საქმეს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბათო საღინაძეც იძიებდა. ბათო საღინაძე ამბობდა, რომ მარიამ გოგინაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა. ის 2019 წელს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ჰყვებოდა:
* * *
ბათო საღინაძე:
- აქტიურად ვხვდებოდი მარიამის მამას, რომელმაც ჩემთან საუბარში გამოთქვა ეჭვი, თუ ვის შეიძლებოდა გაეტაცებინა მისი შვილი. ის იყო პოლიციის პოლკოვნიკი და მისსავე თანამშრომელთან ჰქონდა მტრული ურთიერთობა. ეს ადამიანი დამუქრებია მარიამის მამას, რომ გაგამწარებო. ერთადერთი შვილი ჰყავდა მშობლებს, როგორც ვიცი, აყვანილი ჰყავდათ, მაგრამ მათი გაზრდილი იყო და ძალიან უყვარდათ. მურავიოვი დეტალურად მოყვა, როგორ მიიყვანეს აფრასიძეებთან მარიამი. მაშინ გამოსასყიდის სანაცვლოდ გატაცებები ძალიან გავრცელებული იყო. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ ჩართული ამ საქმეებში. აფრასიძეები ძალიან დაახლოებული იყვნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან და სვანეთში, როგორც მიუვალ ადგილას, აფრასიძეების სახლში ხდებოდა გატაცებულების დროებით გაჩერება.
საქმიდან გამოიკვეთა, რომ ომეხ აფრასიძეს ძალიან მოსწონებია მარიამი და უთქვამს, რომ გოგონას შეშვებოდნენ. ამ ვერსიაზე ვმუშაობდი, ვაპირებდი ომეხთან დაკავშირებას, თუმცა ჩემზე დაიწყო ზეწოლები. შემდეგ ამოწყვიტეს აფრასიძეები, ხოლო მე დამიჭირეს. ციხეში ჩემთან იყო მოსული ადვოკატი ზურაბ თოდუა, რომელმაც მითხრა, ძალიან სანდო კაცისგან გავიგე, მარიამი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაუყვანიათ და იქ შვილიც კი გაუჩენიაო. ეს იყო და ეს. ეს საქმე გაიყინა და არავის არაფერი მოუკითხავს. მურავიოვმა კი საკუთარი ჩვენება უარყო და თქვა, რომ გოგინაშვილი არ უნახავს აფრასიძეებთან. მე არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე, შეიძლება ციხიდან გამოსვლის მიზნითაც გააკეთა ეს.