ყველაფერი თუ ჯობია, მაშინ მოახდინეთ სოციალურად დაუცველების ინფორმირება, რას მიიღებენ ევროინტეგრაციის შედეგად და რას უჟოშკავს მთავრობა და ოპოზიცია
ეს არის
1. უფასო ჯანდაცვა, განათლება და ტრანსპორტი ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის
2. შრომის ევროპული კანონი
40 საათიანი სამუშაო კვირა და ზეგანაკვეთური საათებისთვის 2.5 ჯერ მეტი ხელფასის გადახდა წამების დათვლით.
ზეგანაკვეთური სამუშაო ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, გაგიშვას შენ სამსახურიდან და დატოვოს ის, ვისაც უნდა მეტი მუშაობა.
დასაქმების სამინისტრო უნდა შეიქმნას, სადაც დაგარეგისტრირებენ უმუშევრად, თუ ამ ქვეყანაში მიღებული განათლების დიპლომი გაქვს და მაგ პროფესიით სამსახურს ვერ შოულობ. სანამ არ გიშოვიან და არ მოგცემენ სხვა უფასო განათლებას, რომლითაც სამსახურს იშოვი, უნდა გიხადონ უმუშევრის ფული, რაც შეადგენს შენი პროფესიით დასაქმებულების ხელფასის 60%-ს
3. ამავე სამინისტროში უნდა მოახდინონ სოციალურად დაუცველების იდენტიფიცირება და თუ ხედავენ, რომ ვერ სწავლობ ან ვერ მუშაობ, უნდა დაგინიშნონ სოციალური დახმარება
ეს არის
უფასო ჯანდაცვა, კეთილმოწყობილი ბინის(საჭირო ტექნიკა, ცხელი წყალი და სველი წერტილები) ქირა, ჯიბის ფული(რამდენიც თვეში სჭირდება ადამიანს საჭმელისთვის, ტანსაცმლისთვის და ჰიგიენის დაცვისთვის.
ევროპაში ცხოვრება უფრო იაფია და ეძლევათ 450-500 ევრო თვეში
4. ყველა მოქალაქეს უნდა ეძლეოდეს ბავშვების ფული. თითო ბავშვზე ევროპაში არის 350-400 ევრო ასაკის მიხედვით
5. პენსია არ ვიცი რამდენია და ერთმა იუზერმა დაწერა, საფრანგეთში 1500 ევროაო

, იყოს 1500 ევრო
პლუს მოხუცებულთა კეთილმოწყობილი თავშესაფრები და მოვლა.
აი ამას გიჟოშკავთ ბიძინა ივანიშვილი და ასევე ოპოზიციაც, რომელიც ამაზე ხმას არ იღებს
სამაგიეროდ გაძლევენ ჯასტინ ტიმბერლეიკის, განზ ენდ როუზისის და რიკი ე პოვერის კონცერტს
6. უნდა აიკრძალოს უცხოეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანა, რითაც ადგილობრივი გლეხი დაიწყებს მიწის დამუშავებას და გახდება ყველა მიწათმფლობელი მილიონერი
7. რეგიონებში მთავრობამ უნდა გაიყვანოს კანალიზაცია, სასმელი წყალი, გაზი, დენი ყველა სახლამდე უნდა მიიყვანოს.
8. ასევე უნდა დანიშნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებისმიერ მნიშვნელოვან ობიექტამდე. საავადმყოფო, სკოლა, ბაღი, მაღაზია, ბაზარი, იუსტიციის სახლი, გამგეობა, სასამართლო, პოლიცია და ასე შემდეგ
9. ასფალტი უნდა დააგოს ყველგან, ტროტუარები და ინვალიდებისთვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა შექმნას.
ეს ნაწილობრივ შეიძლება გზაზე მდგარ კერძო ბიზნესებსაც შეეტენოს, რომ თავისი შენობის წინ ვალდებული იყოს, თვითონ მოაწყოს ყველაფერი წესის მიხედვით.
ასევე კერძო ბიზნესებს უნდა შეეტენოთ თავიანთ შენობებში კეთილმოწყობილი და სუფთა ტუალეტების მოწყობა თანამშრომლებისთვის. თუ თანამშრომელი ბინძურდება მუშაობის პროცესში, მაშინ კეთილმოწყობილი საშხაპეების მოწყობაც უნდა დაევალოთ.
10. მერებმა უნდა დანომრონ ყველა სახლი, მოიძიონ ან დაარქვან ქუჩების და ავტობუსების გაჩერებების დასახელებები და გააკრან გამოსაჩენ ადგილას ყველაფერი. იმ გაჩერებაზე მიმავალი ავტობუსების მარშრუტების ნომრების სია და ყველა ნომრის მარშრუტი უნდა იყოს გამოკრული გაჩერებაზე, რომ ადამიანმა მძღოლს არ ჰკითხოს, გაივლის თუ არ გაივლის ვაჟას ძეგლთან
ამას თუ ქოცების მონებს გააგებინებთ, შენი აზრით დიდი ხვეწნა დასჭირდებათ, რომ მთავრობის წინააღმდეგები წავიდნენ?
ბარიკადებიც იქნება და ყველაფერიც რაც შენ გაგიხარდება
This post has been edited by gramatikikina on 23 Apr 2025, 15:44