დღე 158
ცეცხლი ოლიგარქიას !
სიმართლისთვის ბო - ლო - მდე !
///
დღეს მაგარი დღე იყო !
თვით შიგ მილიციის ბუნაგში დავუფრთხეთ ანგელოზები რეჟიმს

ასეთ დისკომფორტსა თუ უხერხულობაში რეჟიმის მილიცია ჯერ არ გვყოლია ....
სირცხვილს და წუხილს შეგნებულად არ ვახსენებ, რადგან ეს მათ სისხლის გადასხმისას დაუჩლუნგეს და ზოგს წაუშალეს კიდეც ....
იმედის მომცემია რომ, ეუხერხულებოდათ მათ მიერ ნაწამები თუ ნაცემი ახალგაზრდების პლაკატებს ვერ უსწოეებდნენ თვალს. არადა ცნობისმოტვარეობა კლავდათ და სახეებს და თვალებს უხერხულობისგან ხრიდნენ ქვევით.
იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსელებს ჩააცვეს ფორმა და გამორეკეს პერიმეტრის დასაკავებლად ....
დიდუბის (პროკურატურისკენ) მარშზე ეფექტური იყო ინფორმაციულ ასპექტში ....
მშრომელი ხალხი რომელიც ლუკმა-პურის საშოვნელადაა გადავარდნილი და ამოვარდნილია მიმდინარე მოვლენებისგან ასე ნათლად არ გამოჩენილა როგორც ვარკეთილში. ხალხი გამოვიდნენ ქუჩებში, ზოგიც ფანჯრებს მოაწყდა და გაოცებული იყურებოდნენ.
დღევანდელი მარში მხოლოდ მათთვის ღირდა მარტო. ბევრმა მგონი პირველად გაიგო თუ რა ხდება ქვეყანაში

დიღომის ექსპრომტს დიდუბემ აჯობა, ხოლო ისანი-ვარკეთილმა მოხსნა ყველა რეკორდი თავისი ორგანიზებულობით, შინაარსით თუ ეფექტურობით ...
რუსთაველის დღის შუქზე გადაკეტვა ბოლოს მოხდა აღარც მახსოვს

მგალობლების გუნდმაც გაგვახარა

"ალეე, აქციებზე შეკრებილებს
ყველას გენაცვალეთ "


















