გამსახურდიას მეგობარი სენატორი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა და მის შემდგომ ქვეყნის დიდი ქომაგია. დღეს კი მეგობარი აქტი მიაღებინა კონგრესს - რითაც ხალხის წამებისთვის სისტემის ყველა ჯალათი დაისჯება!
1991წ. 7 მაისს, მაშინ ჯერ კიდევ შტატის სენატორ ჯო უილსონისა და საქართველოს გულშემატკივარ სხვა სენატორთა ჯგუფის ინიციატივით, აშშ-ის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ოფიციალურ აღიარებამდე რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის შტატის სენატმა, თავისი რეზოლუციით, სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, ამავე დროს, საქართველოს და მის ლიდერს ზვიად გამსახურდიას, მიულოცა დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება.
აღნიშნული რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო რესპუბლიკელი სენატორი ჯო უილსონი, თანაინიციატორები კი სენატორები: დემოკრატი ისადორ ედვარდ ლოური, დემოკრატი ტეო უოლკერ მიტჩელი და რესპუბლიკელი უორენ კენეთ გიზი.
ასევე ზემოთ მოცემული რეზოლუციის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ზვიად გამსახურდიას ჯო ვილსონმა გამოუგზავნა და დამოუკიდებლობის აღდგენა მიულოცა:
„ღრმად პატივცემულ ზვიად გამსახურდიას, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა.
ძვირფასო პრეზიდენტო გამსახურდია!
წარმოგიდგენთ ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც სამხრეთ კაროლინის სენატმა მიიღო, რათა ცნოს საქართველოს რესპუბლიკა, რომელმაც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამოაცხადა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა.
ჩვენ, სამხრეთ კაროლინის სენატი, მივესალმებით თქვენს გამბედაობასა და თავდადებას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
გულწრფელად თქვენი,
ჯო უილსონი,
შტატის სენატორი“.