პოსტი კლისწოვის ეროვნული ცენტრი დაიტოვედანპ.ს იმედია ამ პოსტს მაინც დამიდასტურებთ, მადლობა წინასწარ
4 თვე მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტები და ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ აუცილებელია რეალობის აღქმა და იმ ილუზიებისგან გათავისუფლება, რომ ყოველდღე ვიმარჯვებთ. გთავაზობთ გეგმას, რომლის მიზანია არსებული მოძრაობის გაძლიერება და კონკრეტული პოლიტიკური შედეგების მიღწევა.
ნაწილი პირველი: "ბიძინას ყალბი გამარჯვება"
2003 წლის მოვლენები გვასწავლიან, რომ ავტორიტარული მმართველობის დასასრულებლად საჭიროა ორგანიზებული და ერთიანი წინააღმდეგობა. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ გააყალბა არჩევნები და შეეცადა ხელისუფლებაში დარჩენას, მაგრამ სახალხო მოძრაობამ, პოლიტიკური ლიდერების და აქტიური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, ამის საშუალება არ მისცა. როგორ მოხდა ეს? გადამწყვეტი იყო ერთიანი ლიდერობის არსებობა, მტკიცე სტრატეგია და საზოგადოების ფართო მასების გაერთიანება ერთ მიზანზე.
ნაწილი მეორე: "ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა"
ვარდების რევოლუციის წარმატება ნაწილობრივ დაეფუძნა მოძრაობა "კმარას" როლზე, რომელმაც შეძლო საზოგადოებრივი ენერგიის ორგანიზება და მობილიზება. აუცილებელია საერთო მოძრაობის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა ჯგუფებს საერთო მიზნის გარშემო. დროა გადავიდეთ თვითორგანიზებული აქციებიდან ორგანიზებულ სტრუქტურებზე. ლიდერის არჩევა პოლიტიკური პარტიიდან აუცილებელია, რადგან თვითორგანიზებული მოძრაობებით რეჟიმები არ ინგრევა.
ნაწილი მესამე: "საერთო გეგმის ჩამოყალიბება"
მნიშვნელოვანია კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება. უნდა განვსაზღვროთ:
რას ვაპროტესტებთ კონკრეტულად;
რა შედეგის მიღწევა გვინდა;
როგორ მოქმედებებს ვახორციელებთ ეტაპობრივად;
როგორ ვკოორდინირებთ სხვადასხვა ჯგუფებსა და რეგიონებს შორის.
ნაწილი მეოთხე: "ულტიმატუმი"
დროა მოვიშოროთ მომთმენი ერის როლი, საჭიროა მკაფიო ულტიმატუმის წაყენება ხელისუფლების წინაშე, რომელშიც მითითებული იქნება კონკრეტული მოთხოვნები და ვადები. ულტიმატუმის არშესრულების შემთხვევაში უნდა დავგეგმოთ მასშტაბური, შეუქცევადი პროტესტის ფორმები.
ნაწილი მეხუთე: "პოლიტიკური კრიზისის აღიარება"
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ზეწოლა მიაღწევს კრიტიკულ დონეს, ხელისუფლება იძულებული გახდება აღიაროს პოლიტიკური კრიზისის არსებობა. ეს გახდება გარდამტეხი მომენტი, რომელიც ხელისუფლებას დასუსტებს და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნის საფუძველს ჩაუყრის.
ნაწილი მეექვსე: "ქართული ოცნების პარტიის გახლეჩვა და კრახი"
პოლიტიკური კრიზისის პირობებში "ქართული ოცნება" ვეღარ შეძლებს ერთიანი ძალად ფუნქციონირებას. ამის მიღწევა შესაძლებელია შემდეგი გზებით:
პოლიტიკური ელიტის დაპირისპირების გაღრმავება;
საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა;
მასობრივი პროტესტების განახლება და გაფართოება რეგიონებშიც.
ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ შედეგს, რადგან ისტორია გვაჩვენებს: ერთიანობას, ორგანიზაციას და სტრატეგიას შეუძლიათ დაამარცხონ ნებისმიერი ავტორიტარული მმართველობა.
ამაზე ჩიჟიპიჟი არაფრისმთქმელი კლეობა პოსტის დდშ.
