მთელი პროსტესტის განმავლობაში, მაღლაფერიძე არის პროპაგანდისტი და საზმაუ ობიექტურად არ აშუქებს პროცესს - ასე იყო გუშინდელ დღემდე. რა შეიცვალა?
იმ კადრებში რაც არ ჩანს, ვინ იყავით იქ და ნახეთ?
მე ვიყავი
და თუ ერთ მხარეზე საუბრობთ, მეორე მხარეზეც უნდა ისაუბროთ.
ის კაცი მარტო არ ყოფილა, 3 ადამიანთან ერთად გადმოვიდა წინ, სხვები უკან დარჩნენ, თუმცა ისინიც ბოლომდე არ გაყვნენ და ბანერის უკან დარჩნენ, ვიმედოვნებ, რომ მიხვდნენ, არც მთლად სწორი საქციელი იქნებოდა და იმიტომაც.
როცა გალაკტიონის ხიდთანნ შევერთდით, ისინი იდგნენ რესპუბლიკიდან მომავალი მარშის ბანერის უკან. კი, შეძახილები იყო - მიშას ბანერი შეინახონ, პოსტერები ჩამოწიონ, მაგრამ ხალხშივე მოგვარდა, რომ არავინ არავის არაფერს აძალებს.
საზმაუდან რა ბანერიც იყო გაშლილი, ის ბანერი წავიდა წინ და ხალხი გაყვა უკან. მე ბანერთან ვიდექი და უკნიდან ჩოჩქოლის ხმა ნამდვილად არ გამიგია, თუ რამე სხვანაირად იყო და უკან. ვინმე ჩხუბობდა - დაწერეთ.
სიტუაცია დაიძაბა მაშინ, გალფის ბენზინგასამართს რომ გავცდით და ის კაცი წამოვიდა უკნიდან, გოგოებს რომ ეჭირათ, იმ ბანერის წინ გადავიდა და დადგა ისე, რომ ყველა კამერის ეპიცენტრში თვითონ ყოფილიყო.
დაუძახეს, უთხრეს, მხარზე ხელი დაადეს, თხოვეს, უყვირეს ბანერის უკან გადადიო, ის უფრო წინ წავიდა და მანდ უკვე ორივე მხრიდან შეურაცხყოფა დაიწყო.
მერე თქვენც ნახეთ.
თუ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და რაღაც დავუთმოთ, ორმხრივი ხომ არ უნდა იყოს ეს ყველაფერი?
მთელი დღე ამ ამბის განხილვა ასეთი მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთი პოსტი მიუძღვნა?
ამ ქვეყანაში ათასი გულგასახეთქი ამბავი ხდება და ამისთვის გვცალია ყველას?
პარლამენტთან მარშს რომ წინასწარ დაძაბულები ელოდებოდნენ, ასე ვერთიანდებით?
საკუთარ შეცდომას რომ არავინ აღიარებს, ასე?
სგ, სგ რავი
ეგეთი დაძაბულები და ყელზე ძარღვებდაბერილები ტიტუშკებთან და სპეცრაზმთან არ მინახავს ის ტიპები, ვინც დღეს კუნთების თამაშის ხასიათზე იყო.
ამ ვიდეოების გავრცელებაც არასწორია და ისევ ამ ამბების სო. ქსელში განხილვის გაგრძელება.
მგონი მართლა ვერ ხვდება ხალხი სად ვცხოვრობთ.
სულ ორჯერ ვიფქრე რომ აქციაზე ვეღარ/აღარ გავიდოდი.
ერთი თბილისი მოლთან რომ აქცია იყო იმის მომდევნო დღეს და მეორედ ახლა ვფიქრობ.
იმდენ ვინმეს შეეშალა, იმდენმა არ იფიქრა არაფერზე, რავი.