sulo[quote]გადახედე... და ამ ხელოვან ხალხის მაგივრად მეცნიერული მონაცემებით მიუდექი.
[/quote]
ყოველთვის, ჩემი მიდგომა ასეთ თემებზე (ასტრონომია) მეცნიერულია...რაც ნიშნავს ლოგიკურს და რაციონალურს, რაც ექვემდებარება გამოთვლას, მაგრამ რთულ სისტემებში გამოთვლა ხანდახან შეუძლებელია...
მაგალითად: სანდმანნის გამოთვლები უახლოვდება ზუსტ სიდიდეებს მაშინ როცა ბევრიპირობა ვიცით, ანუ მარტივად გვაქვს მზე-დედამიწა-მთვარე, ამათი მასებიც ზუსტად ვიცით და დახრის კუთხეც და ღერძის ირგვლივ ბრუნვის სიჩქარეც, სიმკვრივე, ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე და ა.შ. ეს პირობა საშუალებას იძლევა გარკვეული მათემატიკური მიდგომები დავაწესოთ და სიმულაცია გავუშვათ...
მაგრამ სამი სხეულის ურთიერთქმედების გამოთვლას სივრცეში არ აქვს უნივერსალური მიდგომა სხვადასხვა სისტემებში იქ სადაც ქაოტურია ყველაფერი და მინიმუმის და მაქსიმუმის ზღვარი დიდია, მაგალითად: მზე-იუპიტერი-მისი მთვარეები-იუპიტერსა და მარსის ორბიტებს შორის ასტეროიდების სარტყელი+სატურნი მისი მთვარეებით... ამ ქაოსში ვერ მუშაობს ეგ მოდელი.
ეხლა რატომო, ნუ მე ვეთანხმები იმაზრს რომ:
ანუ, ზუსტად ვიცით რომ გრავიტაციით იმართება მაგრამ იმდენად დიდია სატურნი,მზე და იუპიტერი იმ მცირე ასტეროიდებთან მიმართებაში ბევრი ცვლადის გათვალისწინება გვიხდება...ნუ კვანტურ მექანიკამდე დავდივართ აქ მაგრამ გრავიტაციის ნაწილაკს გრავიტონს არ ვიცნობთ...
ცერცვა.[quote]არაფერს, გამოვა რომ ვიღაც ბოროტი ბიძია ჩვენით თამაშობს. :დ[/quote]
კიი :დ
გაშვებული სიმულაცია ვართ ჩვეულებრივად, გვაქ დასაწყისი და დასასრული, მატერია და ენერგია = (ხორცი და სული?

), ერთგვაროვნება.
pibe[quote]ჯეიმს ვებმა 100 სინათლის წლით დაშორებული პლანეტის დაწვრილებითი დახასიათებები როგორ დაინახა ესაა საკითხავი.
[/quote]
მოდი დავაზუსტებ
პლანეტას ხედავს მაშინ როცა ის გაივლის ვარსკვლავის სპექტრში, ანუ ისე კი ვერ ხედავს როგორც მაგალითად სატურნს, არამედ იმ ვარსკვლავის სპექტრში აირეკლება პლანეტა, ანუ გვაქს ვარსკვლავიდან მომავალი კონკრეტული შუქი (ფოტონები) და როცა გაიარა პლანეტამ დაემატა კიდევ სხვა სპექტრიც (ფოტონები)
ვუცდით კიდე იგივე შემთხვევას და ვადრით... რამოდენიმეჯერ
დრო ვიცით რამდენ ხანში განმეორდა ანუ ორბიტაზე სიჩქარე დაითვლება, + ვარსკვალვის მასა და პლანეტის მასა ხოლო სპექტირს შედარების მეშვეობით პლანეტის შემადგენლობა...
ანუ ყველა ნივთიერებას აქვს კონკრეტული სპექტრი შუქზე, მაგალითად წყალბადს აქვს კონკრეტული სპექტრი,როცა გავიხედავთ და ვხედავთ უმეტეს წყალბადის და ჟანგბადის სპექტრს ვითვლით რომ ამ პლანეტას არ აქვს მყარი ზედაპირი რადგან მხოლოდ წყალბადი და ჟანგბადი ირეკლება...
თუ აირეკლა რკინა ან ფოსფორი ან სილიციუმი ან ნახშირბადი ვთვლით და ვიცით თუ რა შემადგენლობისაა და ანუ ეს ნიშნავს რომ მყარი მეტალებისგანაც შედგება =აქვს კონტინენტები....
ეხლა მაგალითად ჩვენს მზეს რომ გამოხედოს ვინმემ ანალოგიურად დაინახავს ნუ ჯერ დიდ პლანეტებს და იქნებ ვთქვათ დედამიწაც: დედამიწის სპექტრს ექნება 2/3 წყლის ატომები+სილიციუმი+აზოტი, რაც ნიშნავს რომ ეს პლანეტის ზედაპირიო შედგება უმეტესი წყლისგან და აქვს კონტინეტებიცო.
chokanaktulu[quote]ნამდვილი სიცოცხლე არის ცათა სასუფეველში, რომელიც გაცილებით ახლოა, ვიდრე 124 სინათლის წელიწადი
[/quote]
აი რანაირად ადრი
სასუფევლის სიცოცხლე არის სულიერი სწავლება და რწმენის განზომილება...
ჩვენ რაზეც აქ ვსაუბრობთ საბუნებისმეტყველო საკითხებია, ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია, მათემატიკა
სხვათაშორის სამყაროს შეცნობა და გამოძიება ღვთაებრივი ნიჭია ადამიანში...თუ წმინდა მამების სწავლებას დავეყრდნობით.
ასე რომ სწავლა და შემეცნება არასდროს არ ყოფილა ბოროტება...
პირიქით პავლე მოციქული გვასწავლის: "იყავით გამომძიებელნი ამა სოფლისაო".
ანუ გაანძრიეთ თავიო
sulo[/QUOTE]
ანუ პატივცემული იუსერის მიერ დადებული ვიდეოც ცხადყოფს რომ მიმდინარეობს კვლევები და სხვადასხვა გამოთვლები რომ ის უნივერსალური ფორმულა მივიღოთ რომელიც სულ იმუშავებს და მიუსადაგებთ რთულ და ქაოტურ სისტემებსაც.
https://www.youtube.com/shorts/FE6AUFpgo8ohttps://www.youtube.com/shorts/hOaHtNLBgrEhttps://www.youtube.com/shorts/zplESutgcps This post has been edited by GიორGი on 18 Apr 2025, 02:29