wolf-larsenBuntaroბოდიში მეგობრებო, მაგრამ რას გადაეკიდეთ ამ კაცს, თქვენი ვალი აქვს, რამე მოგპარათ, რამე წაგართვათ, პირადად მიხვედით მის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილზე,
პირადად გაიცანით, პირადად შეისწავლეთ მისი ისტორია/სიტუაცია და 100% - ით დარწმუნებულები ხართ, რომ შეცდომაში შევყავართ?
ამ პიროვნებას არ ვიცავ და არ ვამბობ, რომ არასწორი პოსტები დაწერეთ, მაგრამ გაქვთ მტკიცებულებები, რომ დახმარება არ ჭირდება?
თუ მტკიცებულებები არ გაქვთ და პირადად არ იცნობთ, მაშინ რატომ აძლევთ თავს უფლებას, რომ მავნებლობაში დაადანაშაულოთ?
იქნებ როგორ ჭირდება ჩვენი თანადგომა, ვინ იცის, რა გადახდა თავს და რა გაჭირვება გამოიარა?
არ ეხმარებით, ნუ ეხმარებით, თქვენი ნებაა. მაგრამ ხელს რაღატომ უშლით, რა საჭიროა ეს ქილიკი და აბუჩად აგდება?
თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ თაღლითობს ეს პიროვნება, მაშინ დაწერეთ პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
ხოლო თუ მტკიცებულება არ გაქვთ, მაშინ ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ კაცო.
მე პირადად მჯერა ამ პიროვნების გულწრფელობის და ყოველთვის გადავურიცხავ თანხას, როცა საშუალება მექნება, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება