მოკლედ, ცოტა ემოციურად დავიწყე, თუმცა არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი აღფრთოვანება ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ.
დღეს ევროკავშირიც და აშშ-იც იმ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, რომ თავიანთი ჩასვრილი აუცილებლად თავად უნდა გამოასწორონ და სხვა გზა ფიზიკურად არ აქვთ, რაც უდიდეს სარგებელს მოუტანს ჩვენს სამშობლოს და მომავალ თაობებს.
ტყუილს ხომ მოკლე ფეხები აქვსო და გლობალურ ტყუილს - გლობალურად მოკლე ფეხები ჰქონია: შედეგად, დღეს ჩვენ შეგვიძლია აშშ-ს შევეპასუხოთ, რომ ნაბიჯები ჩვენ კი არა - მათ აქვთ გადმოსადგმელი.
ძალიან კარგად ჩანს საქართველოს პოზიციების სიმტკიცე მაგარი ქართველების დღევანდელ განცხადებებში:
"
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა აშშ-თან და ეს ვაქციოთ ნამდვილ სტრატეგიულ ურთიერთობად და არა იმ ფარისევლობად, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია გვაჩვენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ერთი მხრივ, წინა ადმინისტრაცია სარგებლობდა იმით, რომ საქართველოს სახელმწიფო, მისი ხელისუფლება ყველანაირად გვერდში ედგა ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას და მეორე ხელით ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას საქართველოში და ეს თავად აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა.
„USAID-ის, NED-ის, ISDFED-ის და ყველა ასეთი დაფინანსება, საბოლოო ჯამში, მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრისკენ, ქართული საზოგადოების დაზიანებისკენ. ეს ნაჩვენებია ახალი ადმინისტრაციის მხილებებში. ამიტომ, ჩვენ გვინდა, ის, რაც გააფუჭა ბაიდენის ადმინისტრაციამ, გამოსწორდეს. კარგად არის ცნობილი, რა აქვს გასაკეთებელი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, რომ ეს ურთიერთობები გააუმჯობესოს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გამოვთქვით მზაობა, სტრატეგიული ურთიერთობა არათუ დავაბრუნოთ, არამედ პირიქით, თვისებრივად ახალი სტრატეგიული ურთიერთობა გვქონდეს აშშ-თან, რომელიც დამყარებული იქნება ინტერესების ურთიერთგათვალისწინებაზე. ჩვენ ვართ მზად, ამერიკელი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და ეს იყოს ერთ-ერთი მამოძრავებელი. მოლოდინი არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამაც უნდა გააცნობიეროს, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი. ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ გამოსწორდეს ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება საქართველოს არ დაუწყია.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ფაქტობრივად, პრეზიდენტ ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან. ეს ურთიერთობები გააფუჭა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა. ასე რომ, ვინც გააფუჭა ურთიერთობა, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ნაბიჯები მისგან მოდიოდეს. ასე რომ, ახალმა ადმინისტრაციამ იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები აიყვანოს სტრატეგიული ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
"
https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-ashs...hal-simaghleze/"
საბოლოო ჯამში, საღი აზრი და სიმართლე იმარჯვებს, სწორედ ამ ტენდენციას ვაკვირდებით, ეს არ არის პირველი სიგნალი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მივიღეთ ევროკავშირისგან, სხვა განწყობებიც არის, მათ შორის წევრ სახელმწიფოებში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, როგორც ჩანს, საღი აზრი იქამდე მივა, სადაც უნდა მისულიყო.
„ამას მხოლოდ მივესალმებით, რადგან ერთადერთი გამოსავალი დიალოგი უნდა იყოს იმ გაუგებრობებიდან, რაშიც დღეს ვართ. გაუგებრობებს და აზრთა სხვადასხვაობას დიალოგი სჭირდება, რათა გავარკვიოთ, სად და რატომ ვდგავართ. რაც მთავარია, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ვითარებაში არ ვიყოთ. ამიტომ, თუ ეს განცხადება დიალოგის ნაბიჯებში გადაითარგმნება, ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვიქნებით, რომ დიალოგში ყველა თემაზე ვისაუბროთ, რაც მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში არსებული ტენდენცია დადებითია და მივესალმებით იმას, რომ უფრო მეტად ისმის ხმა დიალოგისკენ და იმისკენ, რაც ნორმალურია. დღევანდელი მდგომარეობა ნორმალური არ არის. ამიტომ, მივესალმებით, რომ ბრიუსელიდან საღი აზრს და ობიექტურობას ნელ-ნელა უფრო ფართო მასშტაბით ვიგებთ, მაგრამ არ მინდა, რომ ვარდისფერი სათვალით ვიყურებოდეთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი სახელმწიფოა, რომელსაც განსხვავებული ინტერესები აქვს და მაქსიმალურად ბლოკავენ ურთიერთობების ნორმალურ ჩარჩოში დაბრუნებას. ამიტომ, განსაკუთრებულ მოლოდინს არ ვიქმნით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დიალოგისთვის მზად ვართ. ურთიერთობის ანატომიას რომ შევხედოთ, მარტივია – ჩვენ არარაციონალური ნაბიჯები არ მიგვიღია. ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ლოგიკურია, რომ არსებული მდგომარეობა მისაღები არც ჩვენთვის იყოს და არც მათთვის. ჩვენ იმის არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ ევროკავშირს დავცილდეთ, პირიქით, სურვილი გვაქვს, რომ რეგიონში ევროკავშირის სანდო პარტნიორები ვიყოთ. თუ იგივე სურვილი აქვს ევროკავშირს, ურთიერთობების აღდგენისთვის მზად ვართ. როგორც ჩანს, საღი აზრი ნელ-ნელა ქალაქში ბრუნდება. არ გვინდა, რომ ილუზიებში ვიყოთ. სხვა დედაქალაქებისგანაც ნელ-ნელა სხვადასხვა სიგნალი მოდის, რომ მათ ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვთ, თუმცა ბურთი მათ მოედანზეა, თუ ნაბიჯებს გადმოდგამენ, მზად ვართ, დიალოგისთვის“, – განაცხადა მახაშვილმა.
„რადიო თავისუფლებამ“ ინტერვიუ გაავრცელა გაფართოების საკითხებში კომისართან, მარტა კოსთან. ინტერვიუში მარტა კოსმა არ გამორიცხა კონტაქტების აღდგენა „ქართულ ოცნებასთან“.
"
https://1tv.ge/news/levan-makhashvili-skhva...t-dialogistvis/და რა თქმა, რა მოუხდებოდა ამ ყველაფერს, თუ არა - უკვდავი ჰიმნი უდანაშაულო და მართალი საქართველოს მარადიული თავისუფლებისა:
This post has been edited by შავლეგა on 29 Apr 2025, 14:02