ანწუხელიძეს არ ვაკნინებ, თანამედროვე ეპოქაში გმირობა კიდევ უფრო რთულია და ამიტომ.
აქვე, ნება მიბოძე შალვა ახალციხელი უფრო განვადიდო და ათობით და ასობით ათასი უსახელო თუ სახელ-ცნობილი ქართველი გმირების ერთერთი მთავარი წინამძღოლის ადგილზე დავაყენო.
შალვა ახალციხელი მითი არ არის, თუ შავლეგოს მითად ჩათვლი შენ, მაშინ ანწუხელიძეს შენივე შვილი ჩათვლის მითად, ან მალევე - შენ ჩათვლი.
შალვა ახალციხელი არის ქართველი გმირის ეტალონი, რომლის კვალდაკვალაც მოდიან სწორედ ანწუხელიძეებიც და ანწუხელიძე მითებს არ მო უტყუებია და ზუსტადაც ცოცხალი წმინდანის - შალვა ახალციხელის და შავლეგოს სიმღერებმა შთააგონა (და უფალმა იესო ქრისტემ, რა თქმა უნდა), როდესაც მსხვერპლად ეწირებოდა სამშობლოს, და არა იმ ფარისევლებს და ფარისევლურ იდეოლოგიებს, რომლებიც ვითომ ქვეყნის ("სამშობლო" მათ არ გააჩნიათ და ამ სიტყვის გაგონებაზე დიარეა ეწყებათ) მტრებს ებრძვიან, თორემ როგორც კი ომი იწყება, მაშინვე ბუჩქებში და კაფებარებში იმალებიან და ომებში სწორედ იმ "ბნელებს" და "ორკებს" მიერეკებიან, როგორიც მათთვის ანწუხელიძეც კი იყო - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ!
შენ გგონია სიცოცხლეს რამესთვის (გინდა სამშობლოსთვის) ის დათმობს, ვინც 24 საათი უფლის არარსებობას ამტკიცებს?
დიდებული შალვა ახალციხელის სახელის იმიტომ შეგეშინდა, ან შენ თუ არა - "შენს იმ ნაწილს", რაც გალაპარაკებს, მან მაინც იცის ვის შეეწირა შავლეგო და ამიტომ მიაკერე"მითის" იარლიყი, რომ არ გინდა აღიარო მისი ცხოვრება და წამება და ის უზენაესი ჭეშმარიტება, ვისაც პირველ რიგში შეეწირა - ის ვისაც სამშობლომდე შეეწირა (და რა თქმა უნდა - მეორე რიგში სამშობლოსაც - მთელი თავისი ცხოვრებით).
"
ჯალალ ედ-დინს მოეწონა გმირი ქართველი. არ მოკლა, "თვისთა თანა იპყრა პატივითა და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი", მაგრამ სანაცვლოდ რწმენის დატევებას ითხოვდა. თითქოს აცლიდა, ამქვეყნიური პატივით "გონს რომ მოსულიყო". მაგრამ შალვა არ ცხრებოდა, თავისიანებს წერილებს უგზავნიდა და მტრის მოძრაობას ატყობინებდა. ჯალალედინმა შეიტყო, რომ შალვა ახალციხელი საიდუმლოდ უკავშირდებოდა საქართველოს სამეფო კარს და საიდუმლო ცნობებს აწვდიდა მისი მომავალი გეგმები¬სა და საბრძოლო მოქმედებების შესახებ. სასტიკად განრისხებულმა სულთანმა მზაკვრული ალერსით შალვას რჯულის გამოცვლა მოსთხოვა - "აწვია ჯალალედინ უარისყოფად ღმრთისა და მიქცევად ცრუ-სჯულობისა მაჰმედისა", და სანაცვლოდ "უდიდესთა პატივთა მხედრობითთა და ქალაქთა და სოფელთა და სპეკალთა ოქროთა და ვეცხლთა და სამოსელთა ოქროვილთა და სიმრავლეთა მონათა და მხევალთასა ფიცით აღუთქმიდა და სატანჯველთა მძვინვარეთა წინა დაუდებდა". მაგრამ ქრისტეს მხედარმა სულთნის წინადადება უარყო და მტკიცედ მიუგო: თუ გსურს, მეფეო, რომ შენს ლაშქარში ვიმსახურო, ნუ მთხოვ ისეთი უგუნურების ჩადენას, რაც ძნელი მოსასმენია ჩემთვის. შენ ისეთ დიდებას, პატივსა და სიმდიდრეს აღმითქვამ, რომელსაც გონიერი კაცი არ დახარბდება, რადგან ცვალებადია და წარმავალი. ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც შემქმნელია მთელი კაცობრიობისა, ვერ უარვყოფ, რადგან შეკრული ვარ მართალი სარწმუნოების ცოდნითა და წინაპართაგან მიღებული წეს-ჩვეულებებით. და თუ შენს ლაშქარში გჭირდები, ნება მომეცი ვემსახურო ჩემს ღმერთს, რომელმაც დამბადა მე. "გევედრები, დააცხრუე ჩემდა აღთქუმანი ეგე არად სახმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან, რომელი მაქუს ქრისტეს მიმართ ჩემისა, რომელი არს შემოქმედი, მეფე და უფალი ანგელოზთა, განმაწესა მე მხედრად ქრისტესა", და ჩემთვის საკმარისია უბრალო სამოსელი, რომელიც სხეულს დამიფარავს და მცირე საზრდელი, პური და წყალიო.
ამ კადნიერებით განრისხებულმა ჯალალ-ედინმა გულისწყრომა დაფარა და ჯერ ტკბილი სიტყვითა და დაპირებებით ეცადა მის დაყოლიებას, ხოლო შემდეგ დაწვრილებით განუმარტა, რა მოელოდა, თუ მაჰმადიანობას არ მიიღებდა. წმინდა შალვა კი, "ვითარცა კლდე, ესრეთ უშიშად სდგა წინაშე მძლავრისა", არც აღთქმულ დიდებას დახარბდა და არც მომავალ განსაცდელსა და სიკვდილს შეუშინდა და უთხრა: იცოდე, რომ არ ვაღიარებ მე სხვა ღმერთს, გარდა ყოვლადწმინდისა და განუყოფელისა სამებისა, შეჩვენებულ იყვნენ თავის მოციქულებთან ერთად "ყოველნი იგი ღმერთნი საეშმაკონი, რომელთა ცანი და ქუეყანაი არა შეჰქმნეს". ნუ გგონია, რომ დიდებისა და სიმდიდრის აღთქმით მომხიბლავ ან სატანჯველთა დაპირებით შემაშინებ, რადგან ერთია ჩემი დიდება, "რაითა მისდა მივიდე და ვხედვიდე უზესთაესსა მას ყოველთა კეთილთასა". ქვეყნიური მონაგები კი არ მწადია, არამედ შეუხებელად დაცვა მსურს იმ ხატისა, რომლის მსგავსადაც დავიბადე, რაოდენიც შესაძლებელია ხორციელი ბუნებისაგან, - სიტყვა დაასრულა ნეტარმა და სამოღვაწეოდ განემზადა.
ქრისტეს მხედრის ურჩობითა და კადნიერებით გაკვირვებულმა და შერცხვენილმა ჯალალედინმა მისი გაშიშვლება და სასტიკად გვემა ბრძანა. მტარვალებმაც სწრაფად აღასრულეს მისი ნაბრძანები და უპატიოდ ათრიეს და უწყალოდ გვემეს სრულიად შიშველი წმინდა მოწამე. ნეტარი კი "სიხარულითა გულისაჲთა აქებდა უფალსა და მადლობასა შესწირვიდა მას", ხოლო თავს ასე შეუძახებდა: გაიხარე, შალვა, რადგან სამოსელთან ერთად ხრწნადი სხეულისგანაც გათავისუფლდები. და თან დასძენდა: "რაიმე მივაგო უფალსა, რომელი ესე მომაგო, მით რომელ განშიშვლდა უფალიცა დიდებისა შენთვის სამოსელთაგან. ეჰა, რაბამ დიდ არს მონისად ზიარებაჲ ვნებისა უფლისა თვისისა, რამეთუ განაშიშვლეს მხედრებმა ცათა ღრუბლით შემმოსველი და კადნიერად გაიყვეს მისი სამოსელი".
მტარვალები განაგრძობდნენ შალვას წამებას, ის კი კვლავ მხნედ იტყოდა - დავითმინოთ, შალვა, ქრისტესთვის სიკუდილი, რომელიც ყოველ კაცს წინ ელოდება, რადგან ქრისტეც ჩვენთვის მოკვდა. რამდენი ავაზაკი ისჯება სიკვდილით თავისი ბოროტი საქმეების გამო, ჩვენ კი სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის სიკვდილი აღარ დავითმინოთ? არ გახსოვს, შალვა, მოკვდავი მეფისთვის ან მისი მემკვიდრეებისთვის რამდენჯერ გაწირე თავი, რომ მათგან წარმავალი დიდება და პატივი მიგეღო ჯილდოდ, და უკვდავი მეფისათვის, რომელი ჯილდოდ მოგცემს უხრწნელ ცხოვრებას, აღარ გაიმეტებ შენს წარმავალ სიცოცხლეს? - და კი-დევ მრავალ სულის სარგო სიტყვებს აღმოთქვამდა "ნეტარი მოწამე ჭეშმარიტებისა". მტარვალნი კი შეუსვენებლად სცემდნენ.
"იხილა რაჲ უღმრთომან სიმტკიცეი შალვასი, ბრძანა საპყრობილესა შეყენებაჲ მისი და მუნ ტანჯვად ვიდრე სიკუდილადმდე". დიდად ნატანჯი და ნაგვემი დიდმოწამე საპყრობილეში ჩააგდეს და ყოველდღე აწამებდნენ, ხოლო იგი გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა. "და ესრეთ რაოდენისამე დღისა შემდგომად... პირად პირადითა მძვინვარითა ტანჯვითა განცდილმან აღასრულა ჰსრბაი მარტვილებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცვალა თვისთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა და ადიდა წმინდაჲ თვისი ზეციერითა დიდებითა".
სადაც ფარულად დაფლეს მისი მრავალვნებული გვამი, იმ ადგილს ნათლის სვეტი დაადგა და მრავალი მორწმუნის მიერ იქმნა თაყვანისცემული.
მრავალფერი ტანჯვის დათმენის შემდეგ შავლეგომ სული თვისი ჩააბარა საყვარელ მაცხოვარს. სახელი წმინდა შალვასი კი, ვითარცა ხელიხელ საგოგმანები განძი, თაობიდან თაობას გადაეცემა.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა შალვა ახალციხელის ხსენება 17 ივნისს (ახ. სტ. 30 ივნისს) დააწესა.
"
https://karibche.ge/tsmindanebi/motsameni/1...-30-ivnisi.html