#62195520 · 28 Jul 2025, 23:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lycan
QUOTE | Obser_ver ხოდა გპასუხობ მტერი მტერია არ ააქვს მნიშვნელობა რა აღმსარებლობისაა. ბიზანტიაც მტერი იყო. რუსეთიც მტერია. ამერიკაც, ბრიტანეთიც და ყველა. გეოპოლიტიკურ რუკაზე მეგობრები არ არსებობენ. |
ჰოდა ძალიან დიდი ტკივილი გამოხატე მუსლიმ მტრებზე და მხოლოდ ანწუხელიძის ან ოთხოზორიას მკვლელობის ნახვა არის საკმარისი აქვე ყურისძირში მყოფი მტერი გძულდეს უფრო მეტად ვიდრე ისტორიის წიგნებში წაკითხული მტრები. მინიმუმ შენი მტრები და არა შენი ისტორიული წინაპრების.
QUOTE | საფუძველშივე ცდები. |
ის მე ვიცი სად ვცდები და სად არა.
QUOTE | არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ დავუშვებ რომ ქართველი ხარ და თუ ქართველი ხარ საკუთარი წინაპრების ესე მოხსენიება შიზოფრენიკებად და ველურებას მინიმუმ დაუფიქრებელია რადგან მათი შთამომავალი ხარ შენ და მაქსიმუმ შეურაცხმყოფელი რაც უვიცობიდან მოდის |
ჩემი წინაპარი არის ჩემი პირდაპირი ხაზი, ბაბუა ბებია და მაქსიმუმ მათი მშობლები. ათასობით წლის წინ და მილიონობით წლის წინ ავსტრალოპიტეკებს წინაპრებად ვერ აღვიქვამ, უბრალოდ იმ მიზეზით რომ ეს შეუძლებელია.
ჩემს ვიცობას და უვიცობას რაც შეეხება შენ ეგ არ უნდა გეხებოდეს. თემაზე ვსაუბრობთ და არა ჩემზე.
ისტორიული წინაპარს რაც შეეხება ველურები იყვნენ და არ არის სასირცხვილო ეგ. რაც არის ის არის და არავის შეურაცხჰყოფას ეს არ გულისხმობს.
ველური განიმარტება როგორც განვითარების, კულტურის დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანი.
QUOTE | საბოლოოდ ჩამოყალიბდება და დადასტურდება გრაკლიანზე აღმოჩენილი ნაწერის ანბანური ფორმა ქართველი გახდება მსოფლიო ისტორიაში პირველი ცივილიზაცია რომელმაც ანბანი შექმნა(ეხლა რომ ფინიკიელებს ტენიან) და როგორ იყავი ველური და შიზოფრენიკი ამის ფონზე გასაკვირია... |
რამდენი ადამიანი ცხოვრობდა თუნდაც მაგ პერიოდში და რამდენმა მატგანმა იცოდა წერა კითხვა? 5 ადამიანმა რომ იცის წერა კითხვა და 1000 არა ეგ ველურობაა მაშ რაღაა. შიზოფრენია არის როდესაც ადამიანი ჰალუცინებს და არარსებულ სამყაროშკ ცხოვრობს. ჰოდა ღმერთებთან და ანგელოზებთან მცხოვრები და მათთან მოსაუბრე ადამიანი არ არის მთლად დალაგებული. ჰიტლერთან და სტალინთან რომ ისაუბროს ვინმემ საგიჟეთში ამოყოფენ თავს.
QUOTE | მეორე, ისტორია თუ ზუსტი არა ნახევრად ზუსტი მეცნიერება მაინცაა |
ნახევრად ზუსტი ზუსტი ვერ იქნება.
QUOTE | ყოფილა და რა აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე გაქვს პრეტენზია(თუ გააქვს საერთოს) |
მე ცალკე ინდივიდს რა პრეტენზია უნდა მქონდეს აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე? სახელმწიფოს ტერიტორიები ოკუპირებულია. პრეტენზია რა შუაშია? ან ჩემი პრეტენზია ვის მიმართ უნდა იყოს წარდგენილი?
QUOTE | ამაზონის ჯუნგლებში ხალხი ველურად დარჩა. კავკასიაში მეტალურგია იმ დონეზე იყო განვითარებული დღესაც უკვირთ ნაკეთობათა დახვეწილობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ვიღაც კანიბალებთან შედარება ჩვენი წინაპრების ისევ ისეთი არასწორია როგორც ზევით ავღწერე... |
რას ჰქვია მეტალურგია იყო განვითარებული? თუ ერთი ადამიანი კარგად ასრულებდა რკინის ნაკეთობებს ათასობით სხვა ადამიანი განვითარებული იყო?
QUOTE | და ბოლოს. შენს გარშემო ყველა თავისი "ათასი წლის წინ მცხოვრები შიზოფრენიკი და ველური ადამიანების ნაფანტაზიორებზე და ზღაპრებზე" დგავენ ნაბიჯებს დღემდე. |
ვის გულისხმობ? რა ნაბიჯებს გულისხმობ გაუგებარია.
QUOTE | მაგრამ ჩვენ არა. ჩვენთვის ეს არ შეიძლება. საკუთარ ერს(თუ ხარ ქართველი არ ვიცი) გესლიანი ირონიით "ბედნიერი ერი" უწოდო |
ბედნიერი ერი წმინდანად შერაცხულმა ილია ჭავჭავაძემ უწოდა ქართველ ერს 150 წლის წინ და გარკვეულწილადა გამოხატა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ცხოვრების წესი.
გესლიანი ირონიით ვაკეთებ ამას თუ ბოროტი ხითხითით ეს არ ცვლის რეალობას. შენ შეიძლება კმაყოფილი იყო იმ ყველაფრით რაც გვაქვს როგორც სახელმწიფოს, მაგრამ მე პირადად ეგ არ მაწყობს და ამაში მთელს საზოგადოებას ვდებ ბრალს ჩემის ჩათვლით და სწორედ მაგ ლექსში ასახულ რეალობას ვხედავ დღესაც.
QUOTE | შეგიძლია, საკუთარ წინაპრებს "ველურები და შიზოფრენიკები" ხოლო საკუთარ ისტორიას "ნაფანტაზიორი ზღაპრები" მაგრამ პარალელურად პრეტენზიები გაქვს რომ სხვაზე უკეთესი ხარ და უკეთესს იმსახურებ. |
ჩემს წინაპრებს ვერ ვუწოდებ ველურებს და შიზოფრენიკებს (როგორც ზემოთ დავწერე ჩემი წინაპრები არიან ბებია-ბაბუა მაქსისიმუმ მათი მშობლები), ხოლო რაც შეეხება 5 ათასი და უფრო იქით მზია და ზეზვას დროინდელი ადამიანების განვითარების დონე ვერც კი მიუახლოვდება ჩემი წინაპრების განვითარების დონეს, მხოლოდ იმიტომ რომ მათ მოუწიათ თანამედროვე ცივილიზაციაში ცხოვრებამ.
რაც შემეხება მე, პირადად მე არ ვეტოლები არავის და ფიზიკურად არ არსებობს ისეთი სისტემა რომლითაც შეიძლება გაზომო სხვაზე უკეთესი ხარ თუ არა. შესაბამისად არ მაქვს პრეტენზია რომ ვინმეზე უკეთესი ან უარესი ვარ.
This post has been edited by Obser_ver on 28 Jul 2025, 23:48
|