რა თქმა უნდა კი//
ეგ დოსტოევსკისეული არქაული ბულშითია - ''თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი მოსულა''-ო;
აი ჩააფურთხე ფიოდორ!
საერთოდ არანაირი რელიგიური ზღაპრების არ მწამს, აი საერთოდ;
არც ბიბლიური ღმერთის, არ ისე - ზოგადად ტრანსცენდენტული ძალების და რამე ზე ადამიანების, რომლებიც გვმართავენ კოსმოსიდან და ა.შ. არანაირი არაფერი;
ის კი არა - აგნოსტიკიც კი არ ვარ, რო შეილება არსებობსო- ვფიქრობდე. არა!
საერთოდ არ მჯერა და უფრო მეტად კი - არ მაინტერესებს, რამე არსებობს თუ არა ცნობიერების მიღმა;
რო მოვკვდები, შეგნებული მაქვს, რომ გავქრები ისე, როგორც დაბადებამდე ვიყავი გამქრალი

და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაქვს უმკაცრესი მორალური კოდექსი (რაც ჩემი აზრით, ცოტა თანდაყოლილიცაა და ცოტა მშობლებზეც არის დამოკიდებული, როგორ აგღზრდიან

)
მე ვარ იმ თეორიის მიმდევარი - თუ ადამიანი ###ა, უმეტეს შემთხვევაში მისი დედ-მამა არიან ###ები ასევე, რომ ვერ/არ აღზარდეს შვილი;
მორალს რაც შეეხება, როგორც კანტი ამბობს: ''მაოცებს ვარსკვლავიანი ცა და მორალი ჩემში'' - ცაზე(ანუ სამყაროზე) რა მოგახსენოთ, და აი მორალი კი - ნამდვილად მაოცებს;
ასევე მეორე ტრაქტატი ილია(ჭავჭავაძე)-სგან:
''ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან'';
რაღა უნდა დაამატო// ან ხარ ესე, ან არა.
საერთოდ რელიგია კი არა, ელემენტარული კარმის და მიზეზშედეგობრიობისაც არ მწამს აი სულ ოდნავაც კი - იმენა, ზუსტად ვიცი, რომ ასი კაცი რო მოვკლა, არაფრით არ მომიზღავს ეს სამყარო - იმიტომ, რომ ეგრეა- უსამართლო ###ობაში ვცხოვრობთ,
თუმცა, ამ ყველაფრი გააზრების მიუხედავად, ვიმეირეობ - ლიტერალურად ჭიანჭველას ვერ მოვკლავ(არ ვაზვიადებ, პირდაპირი მნიშვნელობით, მწერი რო მხვდება სახლში, გარეთაც ვერ ვაგდებ - დამიტოვებია ხშირად იქვე ოთახში, ან მააააქსიმუმ, თუ კაი ამინდია - აივანზე გავსვა ;დ (მეორე უკიდურესობის ავადმყოფი ვარ ვიცი, მარა ვეღარ შეიცვლება ეგ)
და ამ დროს, ყველაზე რელიგიურ ხალხს ვისაც ვიცნობ, ეგენი არიან ხელის მომწერნი ყველაფერზე - ჭეშმარიტების (;დ) ტოესწ - ღმერთის სახელით

საშიშია, როცა ადამიანი რელიგიურია - მისთვის მიუღებელი ქცევის მქონე ხალხის დეჰუმანიზაციას ახდენს და ჰგონია, რომ ღმერთისგან ვალიდაციას აქვს მათ განკითხვაზე, ან სულაც, უფრო რადიკალურ ფორმებში - ლიკვიდაციაზე

ეს კიდე ლოკალურ დონეზე და გლობალურ ჭრილში - თითონ რელიგია იქით იყოს და ქართული ეკლესია ცუდის მეტს არაფერს აკეთებს ამ ქვეყანაში და არის პირდაპირი ტორმუზი ამ ისედაც დაბალინტელექტუალი ხალხის

ნუ, ის კიდე ცალკე ტრაგედია და დაცინვაა - საქართველოს სახელმწიფო რომ უხდის ფულს საბჭოთა(!) რეპრესიების გამო და დედის რძესავით რომ ირგებენ, ვითომ არანაირ გოთვერნობას არ აქვს ადგილი//
და ის კი ფარისევლობაა - ერთადერთი დადებითი რაც შემოგვრჩა მაგ რელიგიიდან - ობიექტურად შედევრი ხუროთმოძღვრული ძეგლები - სრულიად დაკიდებული რო აქვს მაგ ორგანიზაციას და უფრო მეტიც - მიზანმიმართულ განადგურებაზე როა გადასული - გაზი და ინტერნეტი რო ყავთ შეყვანილი საუკუნეებისწინანდელ ტაძრებში და ა.შ.
საბედნიეროდ, რა შედარებაა- ჩემი ბავშვობის და მოზარდობის პერიოდის მერე (როცა მეც ეკლესიური ვიყავი ;დ), შედარებაც არ არის - ფხიზლდება ხალხი გეომეტრიული პროგრესიით და ეცემა ქართულ ეკლესიურ/განგსტერული კლანის რეიტინგები და ნდობა ყოველ მომდევნო წელს
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4