#62065648 · 12 May 2025, 09:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაი არ გვინდა ეს ჰუმანისტური მაღალფარდოვანი საუბრები
დაპყრობა და ექსპანსია არასდროს არ შეწვეტილა, და მეტიც, არასდროს არ შეწყდება. იმიტომ რომ კაცობრიობის მთელი ისტორია არის ერთმანეთში კონკურენცია, დაპირისპირება, ერთი ცივილიზაცია აღმავლობას რომ განიცდის, მეორის მზე ჩადის და ნადგურდება. ცივილიზაციური სიძლიერე კი ყოველთვის გაფართოებისკენ ესწრაფვის, თავის თავის გამოხატვისკენ. ეს ესეა, ბუნების კანონია, არც არაფერი შეიცვლება. კაცობრიობის მიღწევების უმრავლესობაც სწორედ ასეთ კონკურენციაში შეიქმნა, მაგალითად ინტერნეტი ყველა რომ იყენებს დღეს შეიქმნა ამერიკული სპეცსამსახურების მიერ სადაზვერვო ფუნქციებისთვის.
მეორე მსოფლიო ომმა არაფერი არ შეცვალა კიდევ, უბრალოდ მეორე მსოფლიო ომით დასუსტდა ევროპა და ორი ახალი პოლუსი აღმოცენდა - ამერიკა და საბჭოთა კავშირი, რომლებიც იყოფდნენ სამყაროს. ამის კარგი მაგალითია 1957 წლის სუეცის კრიზისი, სადაც ბრიტანეთი გამოხატავდა მზაობას იმპერიული გავლენების შესანარჩუნებლად, მაგრამ ამერიკამაც და რუსეთმაც აიძულეს უკან დახევა.
ისე, ვიღაცეების აზრით, რომის იმპერია ჯობდა თავის მცირე მიწაზე დატეულიყო როგორც ჩანს, არასდროს შეექმნათ უძლიერესი იმპერია, მიუხედავად იმისა რომ რომის იმპერიის მიღწევები და გამოგონებები დღემდე აქტუალურია და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული იმპერია იყო, სიდიადეს გამოხატავდა ყბელა თვალსაზრისით.
ან ნუ დავით აღმაშენებელიც "ცუდი ტიპი" იყო როგორც ჩანს, მერე დანარჩენი მეფეებიც
საქართველო იმიტომ გადარჩა რომ სულ ავლენდა ცივილიზაციურ, კულტურილ, სამხედრო თუ დიპლომატიურ ძალას, არა ჰუმანისტური ზღაპრების გამო
This post has been edited by Mercurial on 12 May 2025, 09:11
|