დეტალურად დავწერ მე რა მგონია და თუ ვინმეს საწინააღმდეგო გაქვთ, ვიბაზროთ

))))))))) ვეცდები მოკლედ დავწერო:
1) ნაცები - რამდენიც არ უნდა იყვიროს ქოცებმა, ნაცებს ყავთ მყარი ელექტორატი, რომელიც მხოლოდ მათ უჭერს მხარს. მათი განეიტრალება შეიძლება პარტიის აკრძალვით - ამას გააკეთებს წულუკიანის კომისია. ანუ ნაცები ჩახსნეს
2) ახლები - როგორც პოტენციური ბევრი ხმის ამღები პარტია და ასევე ნაცებთან შესაძლო ალიანსის მქონე, სამივე ლიდერს დაუჭერენ და შეიძლება პარტიაც აუკრძალონ ანუ ნაცების "მეორე განაყოფსაც" ჩახსნიან
3) ლელო, გახარიები და ჩერგო/ბოზელიები - დაიწყებენ პროგაპანდას რომ, ნაცები დასრულდნენ და საქართველოში დადგა ის დრო როცა, კონსტრუქციული და ნამდვილი ევრონული ძალები უნდა გამოვიდნენ ასპარეზზე. ამაში შალვაც დაეხმარება და ბიდლოს შეასაღებენ ისე მშვენივრად როგორც დაგიბარებიათ
4) პატიმრებს გამოუშვებს (ნაწილს მაინც) -იმისთვის რომ 3 პუნქტში მოცემულ პარტიებს ხალხთან "მყარი არგუმენტი ჰქონდეთ"
5) აგერ სანქცირებული "მოძალადე" ძალოვნები მოვხსენი, სუფთა ხალხი მოვიყვანე, შესაბამისად 1 პირობა შეგისრულეთ - ბიძინი ეუბნება დასავლეთს
6) თვითმართვეობაზე გავა 9, 25, 36 + ჩერგო/ბოზელია და კიდევ ვინმე - ამით ბიძინა ეტყვის ევროპებს:
ა) ბევრი პარტია არის? - არის. ესე იგი დაცულია პლურალიზმი
ბ) ფარულობა არის დაცული? - არ ჟონავს
გ) დამკვირვებლებიც დაასწროს თუ უნდა დასავლეთს არაა პრობლემა - არჩევნებამდე მოიგებს არჩევნებს იმდენს გამაზავს. მითუმეტეს თუ 4 და 5 იანების ამომრჩეველი არ მივა, შუაზე გახევს დანარჩენებს და არც გაყალბება დაჭირდება
7) თვითმართველობის ლეგიტიმაცია თუ აიღო, გაზაფხულზე შეუძლია დანიშნოს იგივე პარტიებთან საპარლამენტო და ზუსტად იგივენაირად შეუსრულებს იქაც ბრძენ ერს, შესაბამისად 4 წლიანსაც აირტყავს.
დასავლეთს მიზეზი არ ექნება გატრაკების, რადგანაც ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება დადებითი.
ქუჩის პროტესტიც ვერ იზავს ვერაფერს რადგანაც 2 პარტია რჩება ცელგამოსმული მხოლოდ, დანარჩენები ჯიბის ოპოზიცია იქნება.
ასე დასრულდა ზღაპარი, ჩვენამდე ნათარგმანები

)))))))))))))))))) ჭირი იქა, ლხინი აქა