რითი განსხვავდება ჩვენი მდგომარეობა რუსეთისგან და რატო გვაქვს მეტი შანსები?
რაღაცნაირად, ყველა, გულში ხო გრძნობთ, რო “აუცილებლად მოვიგებთ“? რუსეთს რო უყურებდით (და ნავალნის ... ნუ რავი, თუ უყურებდით. ძაან ცუდი თუ არ ...) - ხო ხვდებოდით რო შანსი არ აქვთ? - რა სხვაობაა?
“ქართველები ვართ!“ - მუშტის მკერდში კვრა, ცოტა ხანი, გვერდით გადადეთ (პატარა დოზებით ეგეც კარგია, მარა მესამე ხარისხოვანია, დღეს, ჩემი აზრით)
სინამდვილეში ხდება ის, რო ბოლო 6 წელში (გავრილოვის ღამის მერე) - ეს პროტესტი თითქმის ყველა ქართულ ოჯახს შეეხო.
შეგახსენებთ - რო პუტინის სტილის ავტოკრატიი გამყარებას, ჩვენი ქვეყანა, ებრძვის 6 წელია და არა 6 თვეა.
რუსებმა ეს ვერ შეძლეს - რუსეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა ტერიტორიით და ცხოვრობს იმდენივე ხალხი რაც პოლონეთში და გერმანიაში ერთად. (ძაან მღლის ზოგის უმეცრება - არა! მილიარდი არ ცხოვრობს რუსეთში! - ამერიკაში ცხოვრობს 380 მლნ და რუსეთში 3-ჯერ ნაკლები, 120-130 მლნ - დაპყრობილი მცირე ხალხების ჩათვლით)
მოსკოვის შემოგარენში ცხოვრობს - რაც აზერბაიჯანში - სულ (ჩვენზე 3-ჯერ მეტი) და ამ გაფანტულობის და ცუდად შეკრული ქვეყნობის გამო - ოპოზიცია ბოლომდე დარჩნენ “ვიღაც მარგინალების მცირე ჯგუფი“ - რომლებსაც მოსკოვში, პიტერში და ეკატერინბურგში - კიდე ცნობდნენ და ...
ესენი კი ცდილობენ იგივე ლექსიკონით ისარგებლონ და რადიკალები გვეძახონ, მარა რამდენიც არ უნდა ეცადო იტყუო - ფაქტები ჯიუტია, ძალიან პატარა მოსახლეობიან ქვეყანაში - ძალიან ბევრი ყოფილა ქუჩაში, ჯამში.
ამას ემატება საქართველოში სოც-ქსელების პენეტრაცია, 50 წელს ქვემოთ ადამიანებში განსაკუთრებით.
არასოდეს, რუსეთში, მოსახლეობის პროცენტები - ქუჩაში არ გამოსულა. აქ კი, შარშან, 11 მაისს, დიდი ალბათობით, ყოველი მე-10 ქართველი ქუჩაში იდგა! ( ბავშვებიან, მოხუცებიანად, ყოველი მე-10) - და მას მერე, რაც ჩვენი აქციები non-stop გახდა - ან ასე, ან ისე, აქციაზე ნამყოფია 7 ქართველიდან 1 (დაჟე 5-დან 1?)
კოსმოსური რიცხვია ეს - ნებისმიერი დიდი ქვეყნისთვის.
მათ შორის ამან წარმოშვა, მაგრამ თან ცალკე უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია:
ავტორიტარიზმი, გამყარებისას - ფართოვდება თუ ვიწროვდება?
ანუ კონსოლიდაცია ხდება, თუ კონდენსაცია?
ბოლო 6 წელია (სულ ამ - სრულ-ინტერვალში იფიქრეთ plz) ხოდა, ბოლო 6 წელია - მიმდინარეობს მუდმივი ჩამოფხვნა/ჩამოტეხვა და ბიძინა ძალაუფლებას იმყარებს - შემცირება-შევიწროვებით.
მეტნი კი არ ხდებიან და ძლიერდებიან. (რუსეთში ეს ხდება 2011 წლის მერე) არამედ მუდმივად ცოტავდებიან და ერთმანეთთან (ბიძინასთან) ახლოს დგებიან.
სისტემის გამყარება - ხდება შემცირების, გამოშიგვნის და კონდენსაციის ხარჯზე. ძალაუფლება ეგრე არ მუშაობს. ბოლო 6 წელია - ხალხი ემატებათ თუ აკლდებათ? - მხარდამჭერი ხალხიც და მოქმედი პერსონაჟებიც?
6 წლის წინ გახარიაც მათთან იყო და სალომეც, უამრავი დიპლომატიც, უამრავი მეორე და მესამე რიგის პოლიტიკოსიც.
მთლიანად შეხედეთ სურათს. კადრების და მხარდაჭერის დინამიკას.
ქოცების “გაფართოების“ პერიოდი - კაი ხნის წინ (4 წლის) წარსულს ჩაბარდა. ახალი და თითქოს არსაიდან მოსული თანამდებობის პირების ნაცვლად, სულ უფრო და უფრო თავიანთი “ცენტრიდან“ - სვამენ სკამებიდან სკამებზე ერთი და იმავე სახეებს, სადღაა კვირიკაშვილები და რატი ბრეგაძეები?! - მომენტში ეს იგრძნობა როგორც “ჩაქვავება“ - სინამდვილეში ძალაუფლება ეგრე არ მუშაობს.
ძალაუფლება უნდა ისრუტავდეს ხალხს, აი პირველი წლები რაც ხდებოდა, ათობით ათასი “ყოფილი ნაცი“ ჩინოვნიკი და პარტ-აქტივი რო ქოცებში გადაბარგდა - ეგ იყო ძალაუფლების ზრდა.
ბოლო 6 წელია - მხოლოდ სუსტდება ქოცები, ხალხში მხარდაჭერაც მხოლოდ იკლებს და აქტივიც. თავის ნებით გაკარება უმეტესწილად აღარავის უნდა - იმიტო, რო გაგიჩალიჩებენ რაც გახარიას უქნეს, თავზე გადაგახტებიან და მერე პასუხისმგებლობას შეგტენიან და გაგასამართლებენ. თან შენი ხედვები და იდეები კიდიათ - პროსტა მონა უნდა იყო, თან კრიმინალს ჩაგადენიებენ, თან შენი გვერდის ავლით “მოკლე-ჩართვებს“ იზამენ - და მოვა დღე და “ვრაგ ნაროდა“-ც შენ შეგეტენება.
ვისაც ეს ყველაფერი - ფულად, უღირდა - კაი ხნის წინ მიეწეპენ.
ეხლა კიდე პირამიდა მხოლოდ ვიწროვდება და სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი რჩებიან გარეთ. ასე ძალაუფლება “არ კეთდება“ - ასე მხოლოდ დროებით ილუზია იქმნება - გამყარების - პირამიდის ნაცვლად - რჩება სვეტი.
გავიმეორებ - მთელი 6 წელი დაინახეთ, რამდენი რღვევა მოხდა. მათ შორის რღვევაა წამოსული ელჩები, რღვევაა ბაჩიაშვილი (6 წლის წინ - გადაფსკვნილი ბიძინას მარცხენა ხელი იყო), რღვევაა ჩიკვაიძე - და ბევრი რამის ინდიკატორებია, რღვევაა ლილუაშვილი, რღვევა იყო ზურაბიშვილი და ა.შ. და ა.შ. ძალაუფლების გაძლიერება ასე არ ხდება. ასე ხდება კონდენსაცია - დროებით გამყარება - შევიწროვებით.
რუსეთში პირიქით ხდებოდა - 2011 წლის მერე, სპრუტივით მოედო “პუტინის“ შეძრომა - მთელ ქვეყანას. ჯერაც კი - უმეტესად ყველა ცდილობს შეეტენოს და არა გამოეცალოს. ჯერაც პუტინის რეიტინგი “ხანდახან იზრდება“ - და იზრდება ხალხში - means ახალ კადრებს პარტაქტივშიც. ქოცების რეიტინგი გაიზარდოს - გახსოვთ საერთოდ?! – 2020-მდე სულ ხდებოდა.
ქოცების ურემი თავდაღმართშია 6 წელია. “დარჩათ კიი?“-ზე მეტი კითხვა არ დასმულა კაი ხანია. ბოლო, ხელოვნური მატება, რაც ქნეს - იყო ალტ-ინფო რო აიწეპეს (მხარდამჭერები), რაც იყო პროსტა ილეთი და არა დინამიური სიმპატია.
შემდეგი დიდი სხვაობა - არის რო 8-ს 10-დან - უნდა ჯამში ევროპა. ქოცეთი ძაან ცდილობს პუტინის cosplay-ს. მარა თან კომედია ემართებათ, თან ვითომ ანტი-დასავლეთები რო არიან და თან მაკრონისთვის 15-წამიან *** შეტენვას 2-კვირა - გამარჯვებად რო ცდილობენ გაყიდონ.
ეგ ხდება იმიტო, კაკ რაზ, რო 80%-ს უნდა ევროპა და ძალაუფლების ზრდას და გაფართოებას - ქმნის თუ “ევროპამ მხარზე ხელი დაგარტყა“ და იმართებენ ამ კოგნიტიურ დისონანსს - თან დასავლეთი deepstate-ია და თან ვაზელინ წასმული კობახიძე გაქანებული ცდილობს რომელიმე დასავლელის **** გაერჭოს და ვერ ახერხებს

გავიმეორებ - deepstate სულ სხვა რამეა. რასაც ეგენი ბოდავენ არი კლასიკური “მასონების“ შეთქმულება, პროსტა მასონებზე ყველა დასცინებს და deepstate უცხოდ ჟღერს, ჩვენს სოციუმში.
ამას, ყველაფერს, ემატება დასავლური ბრაზის სისწრაფე - რუსეთს სუ ფეხის წვერებზე დამდგარი ესაუბრებოდნენ, ომამდე (და მერეც) - იმიტო რო რესურსების დაკარგვის ეშინოდათ - პუტინმა წლები აშენა ეს “კონტროლის ნარკოტიკი“ - ბიძინას კიდე რა აქვს დასავლეთის წინააღმდეგ?! - სუ რო დაბომბონ დასავლეთმა და “აკრძალონ“ ბიძინა - რას უზამს ეს უკან? - რით ემუქრება?

ამის გამო - ყველაფერი ბევრად სწრაფად ხდება.
კიდევ სხვა სხვაობებიც არის რუსეთისგან, ისედაც კილომეტრიანი პოსტი გამომივიდა.
არ დანებდეთ რა, არ ჩაიქნიოთ ხელი, არ აგულავდეთ - გამარჯვებამდე. ჩვენ გვაქ შანსი. წლების წინ დაიწყო ეს სვლა, მხოლოდ მატულობს, მხოლოდ ძლიერდება, მხოლოდ ფართოვდება ჩვენი ძალა და გავლენა და გარედან მხარდაჭერა.
გამოხედეთ მოვლენებს 2019-დან დღემდე კონტექსტში, რა ვიყავით მაშინ და სად ვართ ეხლა. 2019-ში რო ეთქვათ - დაიჯერებდით? - მე არა. თქვენს 2019 წლის თავს მოუყევით - სალომე, ბაჩიაშვილი, გახარია, შაიშმელაშვილი, პარლამენტის ბოიკოტი, სანქციები, მეგობარი აქტი, ათასი რამე კიდე.
ისტორიის წიგნის გვერდებად დაინახეთ, ხანდახან, - უაზროთ არ დანებდეთ, ძალიან იმედიან ბრძოლაში.
გაუძელით plz, ჩვენ არ ვართ რუსეთი, ბოლო იქნება!
Ucha Cyb Abashidze