#62117676 · 12 Jun 2025, 15:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temotab
QUOTE | ხლა შენ ისე წერ შემთხვევით მოსულ გამოსავალზე რომ ამით წილხვედრობის მიმდევრებს უერთდები |
პირიქით რომ მაგათ საწინააღმდეგოს ვამტკიცებ, ისინი ამ გადარჩენაში ღვთიურ ჩარევას მიზანს და ამოცანას ხედავენ, მე კი ვერ ვხედავ და ყველაფერს ახსნას ვუკავშირებ და დიახ ჩვენი ერის გარაჩენის აბსოლუტურად სრული სურათი მაქვს წარმოდგენილი(თუ გინდა ჩავშალოთ) და მასში ზებუნებრივს და აუხსნელ მიზეზევს ვერ ვხედავ.
QUOTE | გლობალიზაციიაში ნიშის დაკავება დიდი სიფრთხილით უნდა მოვახდინოთ. დასავლეთისადმი ჩვენი მისწრაფებები საუკუნეები არსებობს და არ მოიხსნება იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ეს მისწრაფებები კი ქრისტიანულობის გამო იყო პირველ რიგში განპირობებული და ახლა დემოკრატიული ღირებულებების და კანონის უზენაესობის გამოც უნდა იყოს, მაგრამ არა ნეოლიბერალიზმის გამო. |
ნეოლიბერალიზმი არაფერ შუაშია, ეს ვიდეო იქნებ იხილო ზუსტად ამ თემაზე გვაქვს საუბარი რომანთან, ის ავითარებს აზრის რომ სამყარო მემარვენე რადიკალიზმისკენ მიდის იმიტომ რომ მემარცხენე ლიბერალიზმაა აბსურდში გადაგვტყორცნა და ამ ბაქტერიაზე რეაქციაა ტრამპიზმი, ორბანიზმი და ჩვენი ქოციზმიც...
მაგრამ მე სრულიად განსხვავებულ იდეას ვავითარებ, მომავალი შესაძლოა ცივი და მშრალი რაციოს გამარჯვებით დასრუდლეს, როგორიცაა AI ს ფასილიტაცია ან მისი მმართველობაში ინტეგრაცია რომელიც სუფთა ლოგიკაა. ჩვენ კი როგორც ბანძი პერიფერია რომელმაც ბელორუსიის გზა ავირჩიეთ (ახლა სწორედ ასეა) შესაძლოა ამ სისტემებს ჩავეხსნად და დავრჩეთ ჩვენი კულტურული შოვინიზმის ნახარშში, სადაც გვეგონება რომ "გეი ევროპას" მომავალში "AI ევროპას" ვჯობნით რადგან ჩვენში გაგება და გულზე ბანჯვლებია, კაცური კაცობა და ქალური ქალობა.
This post has been edited by mepar on 12 Jun 2025, 15:26
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|