ეს რჩევა მხოლოდ ინტელიგენტ ადამიანებს ეხება. რადგან ხდება, რომ გვიწევს თავხედ ადამიანს გავცეთ პასუხი, ხშირად სიტყვებს ვერ ვპოულობთ ან თავს უფლებას არ ვაძლევთ მათ დონეზე დავიდეთ, და შედეგად წამგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდებით ხოლმე. ამიტომ აქ გთავაზობთ ინტელიგენტი ადამიანის ალტერნატიულ ლექსიკონს

ნამდვილი ინტელიგენტი არასდროს იტყვის:
«შენი დედაც ..!»
ის იტყვის:
«მე თქვენ მამად გეკუთვნით!»
ინტელიგენტი ადამიანი არ იტყვის:
«დაახვიე...!»
ის იტყვის:
«მკვეთრად წადით, თუ შეიძლება.»
აღზრდილი ადამიანი არასდროს იტყვის:
«წადი შენი...»,
ის იტყვის:
«თუ ასე გააგრძელებთ, შორს წახვალთ.»
ინტელიგენტი არ იტყვის:
"შე გამოქლიავებულო" (სხვადასხვა ვარიაციები)
ის იტყვის:
"როგორც ვხედავ არატრადიციული გონებრივი ორიენტაციის ადამიანი ბრძანდებით."
კულტურული ადამიანი არასდროს გამოიყენებს სიტყვას «შე პიდ...ტო» (სხვადასხვა ვარიაციები).
ის იტყვის:
«ევროვიზიაზე გამოსვლას ხომ არ გეგმავთ?»
ზრდილი ადამიანი არასდროს იტყვის: «ისტერიჩკა».
ის იტყვის:
«ქალი მდიდარი და მრავალფეროვანი ემოციური პალიტრით».
ნამდვილი ინტელიგენტი არასდროს იტყვის:
«როგორი სულელიც იყავი, ისეთივე დარჩი.»
ის იტყვის:
«დრო თქვენ ვერაფერს გაკლებთ.»
ნამდვილი ინტელიგენტი არ იტყვის:
«იდიოტი!»
ის იტყვის:
«ალბათ, თქვენზე წერდა დოსტოევსკი.»