კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ პრორუსულ "სეზონი TV"-ს მაუწყებლობის ენად ქართულთან ერთად, დამატებით რუსულიც განუსაზღვრა | "მედიაჩეკერის" ინფორმაციით, მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება ComCom-მა 22 მაისს, „სეზონი ტვ“-ის მიმართვის საფუძველზე მიიღო
შეგახსენებთ, რომ „სეზონი “-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკია
მიეისძვრისას რო გარბოდა ის მჟავანაძეა წამყვანი!

თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არა სწორია. მესმის, რომ ღია ჭრილობაა და ადამიანურად ყველაზე აუტანელი. მაგრამ არც პრაგმატულად და არც ფასეულობითად, არაა ამ არგუმენტის მთავარ არგუმენტად ქცევა სწორი.
ფასეულობითად, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს.
პრაგმატულად, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი გამოკრისტალდება, ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი: გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში. ამ არჩევნებსაც მოიგებს და უკანა რიცხვით საპარლამენტო არჩევნებსაც "გაიპრავებს" და ლეგიტიმაციას მოიპოვებს შინ და გარეთ.
1.ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით და სამართლიანი თამაშის წესებით
2.პოლიტპატიმრების გათავისუფლება
3.გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება
ნ. გვარამი
* * *
რუსეთმა საქართველოში ახალი წარმომადგენელი დანიშნა. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - დმიტრი ოლისოვი
ოლისოვი ამ დრომდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. სწორედ ეს დეპარტამენტია პასუხისმგებელი რუსეთის საქართველოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობაზე.
ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2 ივნისს.
ოლისოვმა 2022 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (МГИМО) და მას შემდეგ დიპლომატიურ სამსახურშია.
მუშაობდა რუსეთის წარმომადგენლობებში ლატვიაში, ბრიუსელსა და გერმანიაში.
სამინისტროს თანახმადვე, 45 წლის დიპლომატი საუბრობს ინგლისურად, ლატვიურად და გერმანულად.
რუსეთის ინტერესების სექციას შვეიცარიის საელჩოში 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მაისამდე ხელმძღვანელობდა დმიტრი ტროფიმოვი.
რუსეთის სამთავრობო მედიის თანახმად, მისი გადადგომა დიპლომატიურ სამსახურში გეგმურ როტაციას უკავშირდება. თუმცა 2025 წლის თებერვალში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომლის თანახმადაც, ტროფიმოვი გაიწვიეს, რადგან მოსკოვში უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ საქართველოში „იმ მსახიობებისა და რეჟისორების სპექტაკლების ბილეთების ყიდვით, ვინც რუსებს შეურაცხყოფას აყენებს და რუსეთს და პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში ომის გაჩაღებას აბრალებს“. ეს ცნობა თებერვალშივე უარყო რუსეთის საგარეო უწყებამ და სპეკულაცია უწოდა.
ვგრიალობთ ნამესტნიკები და რამე.
აოიე
This post has been edited by qutaiseli teroristi on 3 Jun 2025, 02:30