ისრაელში საემიგრაციო ციხეში მყოფი ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ. "მთავარისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე მოვლენების ფონზე მათ ისეთ იზოლატორებში უწევთ ყოფნა, სადაც თავშესაფრები არაა და შესაბამისად საფრთხის ქვეშ არიან. ამასთან, მათი თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მედიკამენტებისა და პირადი ნივთების გარეშე იმყოფებიან. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა რიშონ ლეციონის დროებით საემიგრაციო იზოლატორში.
ემიგრანტები "მთავართან“ ამბობენ, რომ არ იციან რა გზით მოხერხდება მათი საქართველოში დაბრუნება და ამ მძიმე პირობებში კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ყოფნა. მათი თქმით, საემიგრაციო სამსახურმა იორდანიის გზით გაშვებას შესთავაზა, თუმცა უმეტესობამ უარი განაცხადა, რადგან ეს გზა უსაფრთხოდ არ მიაჩნიათ, ამასთან ნაწილ მათგანს იორდანიის საზღვრის უკანონო კვეთაც უფიქსირდება.
ემიგრანტები ითხოვენ, რომ მათი დეპორტაცია კანონით გათვალისწინებული პირობებით- უმოკლესი გზით მოხდეს, რაც მათი თქმით, გულისხმობს მათ ორგანიზებულად გაყვანას ავტობუსებით ეგვიპტეში და შემდგომ ეგვიპტიდან გამოფრენას. როგორც ისინი აცხადებენ, ამ გზას მიმართეს სხვა საელჩოებმა საკუთარი მოქალაქეების გასაყვანად.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, თუ საქართველოს საგარეო სამინისტრო დააორგანიზებს საევაკუაციო რეისს ეგვიპტიდან, საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების ეგვიპტის საზღვრამდე მიყვანას თავად ისრაელის საემიგრაციო სამსახური უზრუნველყოფს.
"მთავარი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ საელჩო მუშაობს ისრაელის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, რათა საქართველოს აღნიშნული მოქალაქეები სამშობლოში უმოკლეს პერიოდში დაბრუნდნენ.
“საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში, მუდმივ, 24 საათიან კომუნიკაციაშია სადეპორტო დაწესებულებაში მოთავსებულ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
საელჩო მუშაობს ისრაელის სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, რათა საქართველოს აღნიშნული მოქალაქეები სამშობლოში უმოკლეს პერიოდში დაბრუნდნენ.
საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხი რეგულირდება ისრაელის სახელმწიფოში მოქმედი პროცედურებით და თარიღს, როდის მოხდება მათი დეპორტაცია, განსაზღვრავს თავად ისრაელის სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური.
ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ.” | განაცხადეს უწყებაში.
* * *
დღეს თეა წულუკიანის კომისიაზე 20 ივნისის საქმეზე დაიკითხა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე.
მან კომისიაზე გაიხსენა, რომ 20 ივნისის ღამეს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პარლამენტში იმყოფებოდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად. ასევე, ისაუბრა, რომ იმ საღამოს პარლამენტში, ასევე, იმყოფებოდა გერმანიის იმდროინდელი ელჩი, ჰუბერტ კნირში – ჭოლაძემ აღნიშნა, რომ მან გახარიას დაუსვა კითხვა, რატომ იყო ელჩი აქციის ღამეს პარლამენტში, რაზეც ყოფილმა მინისტრმა უპასუხა, რომ ის „რუსთაველზე სეირნობდა და შენობაში აიყვანეს”.
თეა წულუკიანმა გერმანიის ყოფილ ელჩზე საუბრის დროს თქვა, რომ კნირში გამოირჩეოდა „ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებისთვის „დავალებების” მიცემით და ჭოლაძეს სთხოვა, გაეხსენებინა, რას აკეთებდა იმ ღამეს დიპლომატი საკანონმდებლო ორგანოში და რა კომუნიკაცია ჰქონდა მას გიორგი გახარიასთან.
„ბატონი კნირში, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი ყოფილა ამის გამო, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა. მე შევსწრებივარ სხვა საუბრებს სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის, პირდაპირ, უზრდელად, ესაუბრებოდა მათ და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო”. გახარიას არ შევსწრებივარ, მაგრამ სხვებს.
ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე როგორც კულტურის მინისტრმა, მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნებ, გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით?!", - განაცხადა წულუკიანმა.
* * *
საპატრიარქოში სინოდის წევრები შეიკრიბნენ.
განხილვის თემა მარნეულის მეუფის მკვლელოვის მცდელობის ფაქტი.