niko managadze
მოკლედ, თუ ვინმეს უნდა ელექტორალურად გაკოტრება საკუთარი თავის, ივანიშვილის 4 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობაზე უნდა ილაპარაკოს

ლელომ რაც გაუკეთა ამ დღეებში საკუთარ თავს, მართლა ვერავინ დამართებდა სხვა.. და ვერაფრით ვხვდები რად უღირდათ და რად უღირთ, კიდევ ასე დაჟინებით რომ აგრძელებენ ამ სიგიჟის შემოსაღებას, როგორც პრაგმატული მსჯელობის თემა.
Irakliს იმდენად ვცემ პატივს, ეგრე ალბათ არავის ოპოზიციაში. მართლა რაღაცაზე რჩევა რო დამჭირდა რამდენიმე წლის წინ, პირველი მასთან მივედი. არ ვუყურებ როგორც პოლიტიკოსს პირველ რიგში და პოლიტიკის მიღმაც არსებობს ადამიანური ურთიერთობები და დამოკიდებულებები, რის გამოც რთული იყო იმ ლანძღვა-გინების ყურება, რაც მის მიმართ ამ დღეებში დატრიალდა იმ ეთერში გაჟღერებული ჩემთვისაც პრინციპულად მიუღებელი და გაუგებარი ტექსტების გამო.
სანამ რაღაცას ვილაპარაკებთ, სჯობს კარგად დავფიქრდეთ ყველა, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ეხება.
გახარიას გასვლაზე ხო არ გვქონდა ასეთი რეაქცია, იმიტო რო ღიად დეკლარირებენ - არავის აზრი გვაინტერესებს არაფერზე და რასაც გადავწყვეტთ, ისე ვიმოქმედებთ ნებისმიერ საკითხზე წარბშეუხრელადო (ან რასაც გადაწყვეტს ლიდერი).. მაგრამ “ძლიერი საქართველოს” კოალიციის მიმართ სხვა დამოკიდებულებები არსებობს და მათ შორის, საკუთარი ამომრჩეველიც უფრო მკაცრად გთხოვთ პასუხს, ნუ გაგიკვირდებათ. (გახარიას პარტია რიცხვებში ნახავს თავისი ამომრჩევლის პასუხს 4 ოქტომბრის საღამოს, მაგრამ თქვენ იმედია არ მოგიწევთ მაქამდე მისვლა).
იმ კვლევის, რომელიც ამბობს, რო ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობა ივანიშვილის 4 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აპირებსო, ზუსტად ისევე მჯერა, როგორც ივანიშვილის 26 ოქტომბერს დაწერილი 54%-ის.
დანარჩენზე აქამდეც ბევრი მისაუბრია და დამიწერია - არგუმენტირებულად და დეტალურად. ბუნებაში არ არსებობს რეალისტური არგუმენტი, რომელიც ივანიშვილის მასკარადში მონაწილეობას რაიმეთი გაამართლებს (გარდა ვიწრო პარტიული ინტერესებისა თუ რისკების გადაზღვევისა, რო პარტიის რეგიონული ინფრასტრუქტურა არ ჩამოეშალოთ).
9 ნომერმა რამდენი ამომრჩეველიც დაკარგა ამ დღეებში (ან დაკარგვის ზღვარზე დააყენა), ალბათ ისტორიაში რთულად მოიძებნება ანალოგი ასეთ მოკლე პერიოდში ამ მასშტაბით ამომრჩევლის ხელიდან გამოცლის. და კონსპირაციებში თუ არ შევალთ, რთულად აიხსნება, რად უღირდათ ეს კატასტროფა..
ირაკლიმ იმ ღამითვე მითხრა რო პირისპირ ახსნას არჩევდა თავისი პოზიციის და მოვისმენ აუცილებლად. წარმოუდგენელია საერთოდ, რაზე შეიძლება იყოს მსჯელობა ამ თემის ირგვლივ, მაგრამ შორიდან შემოძახილებს ყოველთვის მირჩევნია პირისპირ საუბარი.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.