მოკლე შეჯამება:
1. 2 კვირის წინ ანტიკორუფციულმა ბიურომ აღძრა საქმე უკრაინის ვიცე-პრემიერის წინააღმდეგ, რომელიც არის ერმაკის კადრი. ბრალი დასდეს მშენებლობის უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით მაქინაციებში და სარგებლის მიღებაში. ანტიკორუფციულმა ბიურომ მისი დაჭერა მოითხოვა.
უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გიარო დაუწესა 120 მილიონი, ვიღაცამ შეუტანა ეგ 120 მილიონი და გამოუშვეს.
ამან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიდი გაღიზიანება გამოიწვია, ვიცე-პრემიერის დონეზე ასეთი თავდასხმა კორუფციის გამო ძაან ცუდი იყო მედიურად.
2. ანტიკორუფციული ბიურო იწყებს გამოძიებას ერთ-ერთი კორუფციონერის წინააღმდეგ (გვარად მინდიჩი) რომელიც დაკავშირებულია კოლომოისკითან და ერმაკთან, ასევე 95-ე კვარტალთან.
ესეც რა თქმა უნდა ძალიან ცუდია პრეზიდენტის ოფისისთვის და მის ინტერესებში არ შედის.
ამიტომ გადაწყდა რომ ამ ბიუროს ჩამოერთვას ყველანაირი ბერკეტი.
რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო ბიუროს წინააღმდეგ რეიდები, "რუსი აგენტების" აღმოჩენა, ჩხრეკები.
ახლა მიიღეს კანონპროექტი რომელიც ბიუროს დაუმორჩილებს გენერალურ პროკურატურას.
გენერალურ პროკურორს კი ნიშნავს პარლამენტი ზელენსკის წარდგენით.
ანუ დამოუკიდებლობას კარგავს ეს ინსტიტუტი და ვეღარ გამოიძიებს საქმეებს მინისტრების და დეპუტატების წინააღმდეგ.
როგორ წარმოგიდგენია რომ მინისტრები ამხილონ კორუფციაში როცა გენ.პროკურორს ზელენსკი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია + რადა ნიშნავენ?

ეგაა და ეგ.
ესაა ევროკავშირის პოზიცია: