გლობალურმა ომის პარტიამ, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთი ქვეყანა ჩაითრია სისხლიან კონფლიქტებში, კიდევ ერთხელ გადაწყვიტა თავისი გავლენის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში, ამჯერად ირანის წინააღმდეგ. მათი მთავარი მიზანი კი არა ირანის დასჯაა, არამედ ირანში ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოშლა და აიათოლას შეცვლა იმ ძალებით, რომლებიც იქნება მათი პოლიტიკური მონა და ვასალი.
ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, რათა დაასუსტონ იმ ლიდერების პოზიციები, რომლებიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და არა გლობალური ომის პარტიის დირექტივებით. მათთვის მიუღებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ადამიანი, რომელმაც რეალურად გადაარჩინა საქართველო ომს. სწორედ მან შეძლო ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება.
დღეს, ირანზე გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, მათი ერთ-ერთი ფარული მიზანი საქართველოში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ აგრესიის გაღვივებაა. მათ სურთ ირანში აიათოლას შეცვლით საქართველო გახვიონ არასტაბილურობის მორევში და სმით ოპოზიცია გაამხნეონ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც არაერთხელ ღიად დაუპირისპირდნენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები.
ჩვენ, როგორც ქართული სახელმწიფო, კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი. მისი შეუპოვარი პოზიცია, არ დაუშვას საქართველოს ჩართვა გლობალურ ომებში არის სწორედ ის, რაც აღიზიანებს იმ ძალებს, რომლებიც დღეს ირანის გარშემო კონფლიქტის ახალი კერის გაჩაღებას ცდილობენ.
ზაზა შათირუშვილი
გაგრძელება სპოილერში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფეიკია მაგრამ უმეტესობას მართალი ეგონება, იმიტომ რომ ასეთ ღლეობებს აწერინებს ივანიშვილი ზაზა შათირიშვილს :lol: :lol: