კიდევ ერთი “კოზირი” ირანის ხელში
ირანს სხვადასხვა მონაცემებით აქვს 5 000-მდე ბალისტიკური/ფრთოსანი რაკეტა (თუმცა ეს ციფრი ძალზე პირობითია და რეალურად რთულია იმის თქმა, ამ დროისთვის რამდენი ბალისტიკური რაკეტა აქვს ირანს)
საიდანაც 1 500-მდეა ისრაელამდე რაც წვდება იმ რაკეტების რაოდენობა
თუმცა კიდე რამდენიმე ათასი აქვს ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები (700 კმ-მდე მფრენი) და ფრთოსანი რაკეტები
რითიც შეუძლია მიწვდეს რეგიონში არსებულ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ნავთობისა და გაზის საბადოებს
მათ შორის საუდის არაბეთში, კატარში, ბაჰრეინში, ემირატებში, კუვეიტში და ა,შ
ამ ქვეყნების საჰაერო თავდაცვის გარღვევა კი ბევრად მარტივია, ვიდრე ისრაელის
თუკი დარტყმები მოხდება საბადოებზე და მსოფლიო ეკონომიკას მნიშვნელოვნად შეუფერხდება ნავთობის წარმოება/მიწოდება
ამან შეიძლება ნავთობის ფასი 200 დოლარამდეც კი გაზარდოს და მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს
ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი
თუ რის გამოც ამერიკა მაქსიმალურად ფრთხილად აკვირდება ვითარებას და ელის საჭირო დროს
ჯერ ირანს კვლავ აქვს ძალა და შეუძლია სერიოზული პრობლემების გამოწვევა
ამიტომაც არ ჩქარობს ამერიკა და ელოდება იმ წერტილს
როცა ირანი მაქსიმალურად დასუსტებული იქნება
რათა მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული მისგან შესაძლო გამოწვეული ნეგატიური შედეგები
როგორც ამერიკისთვის, ასევე მისი პარტნიორებისთვის რეგიონში
This post has been edited by DIDGORI-GEO on 20 Jun 2025, 14:04