ვისაც ასე გაცხადებულად შაჰ აბასეთუმეობა უტყდება, იმათ სულ ეს აკერიათ პირზე:
ა) ნავთობის ფასი ძმა, ნავთობის, იცი სად გაფრინდება?
ბ) მილიონობით ლტოლვილი დაიძვრება, ჩვენც შემოგვესევიან და წაგვლეკავენ!!!
პირველზე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ დაიწერა ზევით - ისეც არ წვიმს, როგორც ქუხს (ჯერჯერობით მაინც).
მეორეს რაც შეეხება, არანაირი მილიონები არ დაძრულა, არც ასობით ათასები, საჰაერო დარტყმები კი გრძელდება. სახმელეთო ოპერაციას არც არავინ აპირებს. ეს სცენარი შეიძლება განხორციელდეს თუკი სამოქალაქო ომი დაიწყო, რისი ალბათობაც არსებობს, მაგრამ არც ისე მაღალია.
რაც მთავარია, საზღვარი არ გვაქვს ირანთან.

აზერბაიჯანს საერთოდ დაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარი და ვის ეპარება ეჭვი, რომ ალიევს თუ დაჭირდა 1 სულიერსაც არ გადაუშვებს აზერბაიჯანში. რადიკალური ზომების გატარების მოერიდება თუ არასამთავრობოები უჩივლებენ სასამართლოში?

იმავე სომხეთში კი შედიან, მაგრამ ბევრი თუ მიადგნენ აღარც იქ მიიღებენ. საზღვარი საკმაოდ პატარა აქვთ და მდინარით გამოყოფილი, სურვილის შემთხვევაში უმარტივესად აღკვეთენ ყველა მცდელობას. თურქეთში ვინც გადავა იმას აქეთ პირი აღარ ექნება, ევროპისკენ დააწვებიან. იქაც და აქაც კიდევ 1 საზღვარი იქნება გადასალახი, მეტი ხომ არა.
ჰოდა, ჩვენთან საიდან უნდა მოხვდნენ, თუ მთლად თვითმფრინავის რეისებით ჩვენით არ ჩამოვიყვანთ?