ჯარი არ უნდა იყოს სავალდებულო, სრულიად ნებაყოფლობითი უნდა იყოს, მაგრამ--
1. ქვეყანაში უნდა იყოს ნორმალური ხალხი და ნორმალური მთავრობა.
2. ჯარში უნდა ასწავლიდნენ რომ მათი მთავარი ამოცანა ხალხის, ქვეყნის და კონსტიტუციის დაცვაა და არა მთავრობის წევრების და ცალკეული პიროვნებების.
3. ჯარში ძალიან მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თუ რა პირობებში არიან ჯარისკაცები და რას სწავლობენ.
4. ჯარში წასვლა უნდა იყოს საამაყო.
5. სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დაცვა უდიდესი პრივილეგიაა.
6. პროფესიონალური სამხედრო უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი და პრივილეგირებული პროფესია.
7. ჯარში, ფიზიკურ მომზადებასთან ერთად უნდა ისწავლებოდეს არჩეული პროფესიის საწყისებიც.
8. ჯარგამოვლილისათვის უნდა იყოს ბონუსები, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი 15 პროცენტი 20 პროცენტის მაგივრად, უფასო განათლება, უფასო ან ძალიან დიდი ფასდაკლებით სამედიცინო მომსახურება, დაბალპროცენტიანი ბიზნეს სესხები, ხელშეწყობა და კონსულტაციები არჩეულ საქმიანობასა თუ ბიზნესში.
9. პროფესიონალი სამხედროებისათვის უნდა იყოს დამატებით პრივილეგიები.
მოკლედ, ბევრის ჩამოწერა და ბევრი მოდელის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ მთავარი ამომავალი წერტილის გარეშე არაფერი გამოვა, კორუფციის წყაროდ და სინეკურად იქცევა ჯარი. ეს ამომავალი წერტილი კიდევ არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნება რომ იცხოვრონ ნორმალურ, სამართლიან და განვითარებად სახელმწიფოში და ყოველ მომენტში მზად იყვნენ რომ დაიცვან ეს სახელმწიფო შიდა და გარე მტრებისა და განსაკუთრებით ოლიგარქებისგან