#62131554 · 19 Jun 2025, 07:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Beka Kobakhidze * * * მაშ ასე: 1909 წელს დაიბადა ბლეზ მეტრეველის ბაბუა, დავით მეტრეველი. სად დაიბადა, არაა აღნიშნული ბრიტანულ დავთრებში, თუმცა ბრიტანეთში რომ დაბადებულიყო, ეწერებოდა. რადგან დავითი ერქვა და 1909 წელს დაიბადა, ვვარაუდობ, საქართველოში უნდა დაბადებულიყო. დავითი 1939 წელს, საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთში შეჭრისას 30 წლის, ხოლო გერმანიის მიერ სსრკ-ზე თავდასხმისას 32 წლის იქნებოდა. გამორიცხული არაა, ის წითელ არმიასთან ერთად შესულიყო პოლონეთში, ტყვედ ჩავარდნილიყო და იქ გაეცნო თავისი მეუღლე. ამის შემდეგ, ცხადია, საქართველოში ვეღარ დაბრუნდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, სამხედრო ტყვეთა შორის მისი სახელი ვერ ვიპოვე, შეიძლება სხვაგან გამოჩნდეს.
1942 წელს დაიბადა ბლეიზის მამა, კონსტანტინე მეტრეველი. ესეც არ წერია, სად დაიბადა. ბრიტანეთში რომ დაბადებულიყო, ეწერებოდა. კონსტანტინეს დედა, ანუ დავითის ცოლი, ანუ ბლეიზის ბებია, იყო პოლონელი ქალი - ბარბარა დობროვოლსკა. დავითსა და ბარბარას შორის ქორწინება ბრიტანეთში დარეგისტრირდა 1947 წელს, მაშინ, როდესაც მათ შვილი გაუჩნდათ 1942 წელს. სავარაუდოდ, იმ დროს, ომის მსვლელობისას, პოლონეთში ვერ მოახერხეს ქორწინების რეგისტრაცია და ბრიტანეთში იქორწინეს, ან პოლონური საბუთი ვერ წაიღეს ბრიტანეთში და იქ ხელახლა დაარეგისტრირეს ქორწინება. დავით მეტრეველი გარდაიცვალა ლონდონში, 1989 წლის 26 ივლისს. მისი მეუღლე ბარბარა, რომელიც ქმარზე 12 თუ 14 წლით უმცროსი იყო, 2010 წელს ცოცხალი ჩანს, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა.
დავითის და ბარბარას შვილმა, კონსტანტინე მეტრეველმა 1967 წელს იქორწინა ასევე პოლონელ ქალზე, ანა ბორკოვსკაზე. რადგან არც დავითი და არც კონსტანტინე ბრიტანეთში არ ყოფილან დაბადებულები, გვიან მიიღეს მოქალაქეობა. კონსტანტინე 1966 წელს, 24 წლის ასაკში გახდა ბრიტანეთის მოქალაქე და საარჩევნო სიებში ჩანს მხოლოდ 1969 წლიდან. კონსტანტინეს და ანას 1970 წელს გაუჩნდათ ქალიშვილი - დემა ფლორენტინა მეტრეველი; 1972 წელს გაჩნდა ვაჟი - კოსტენ ბლუ მეტრეველი. ეს უკანასკნელი ჰაიტეკ ინსდუსტრიაშია, შეგიძლიათ ლინკდინზე შეავლოთ თვალი; 1977 წელს გაჩდნენ ტყუპები - ბლეიზი და მისი ძმა თორ კოსტეკ მეტრეველი. ეს უკანასკნელი რას აკეთებს, არ იძებნება. როგორც ვხედავთ, პირველ და მეორე თაობაში ქართული იდენტობა შეინიშნება (დავითი და კონსტანტინე), მაგრამ ბლეზსა და მის და-ძმას არც ერთს არ ჰქვია ქართული სახელი.
ბლეიზის მამა კონსტანტინე ძალიან ცნობილი ექიმი და მეცნიერია. 83 წლისაა, მაგრამ მარათონებზე დარბის გიჟივით. 2005 წელს მოიყვანა მეორე ცოლი - ფიონა ბრუკი.
2021 წელს იშვიათ ინტერვიუში ბლეიზ მეტრეველმა თქვა, რომ ჰყავს შვილები: 2000 წელს დაბადებული ფინიან კონორი და 2002 წელს დაბადებული საშა ფლორენი. მათი მამის/მამების ვინაობა უცნობია, ორივე შვილი დედის გვარზეა - ისინიც მეტრეველები არიან.
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|