საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ეკონომიკური კავშირები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წელს იმპორტმა რეკორდულ 285 მილიონ დოლარს მიაღწია.
ირანიდან საქართველოში იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში ხუთჯერ გაიზარდა. ასევე გაიზარდა ექსპორტიც, რაც გასულ წელს 37 მილიონ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება იმპორტს, ამ მხრივ პირველ ადგილს გასულ წელს არმატურა იკავებდა 81 მილიონი დოლარით, მას 26 მილიონი დოლარით მოსაპირკეთებელი ფილების იმპორტი მოჰყვებოდა, მესამე პოზიციას კი 24 მილიონით ეთილენის პოლიმერები იკავებდა.
არსებული მდგომარეობით ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა, რის გამოც ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება რისკებთან არის დაკავშირებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეამ" მოამზადა კვლევა, რომელიც სწორედ აღნიშნულ რისკებს უკავშირდება. ორგანიზაციამ შეისწავლა ირანულიმ მედია, სადაც არაერთი სტატია მოიძებნება საქართველოსთან ბიზნეს კავშირების შესახებ. არაერთ შემთხვევაში არის ბიზნესის კეთების რეკომენდაციებიც, რომელთა მიხედვითაც ირანელებს საქართველოში კომპანიების დაფუძნების რეკომენდაციასაც აძლევენ.
"საყურადღებოა, რომ ირანულენოვან ინტერნეტ-სივრცეში არაერთი სტატია მოიძებნება, რომელიც ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით პრაქტიკულ რჩევებს აწვდის. ერთ-ერთი მსგავსი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს საკონსულტაციო მომსახურებას და ასევე, ნავთობქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირებას/ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
პოტენციური ექსპორტიორებისთვის და ბიზნესმენებისთვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც ირანულენოვანი ვებგვერდები ავრცელებენ, საქართველოში კომპანიის დაფუძნებაა. კერძოდ, ერთ-ერთი ირანული მიხედვით, საქართველოში კომპანიის რეგისტრაციას თან ახლავს მთელი რიგი უპირატესობები: ირანის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე, ისარგებლონ გარკვეული საგადასახადო შეღავათებით და საქართველოში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად დააფუძნონ კომპანია კაპიტალის გარეშე.
2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9300 კომპანია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2024 წელს საქართველოში 382 ირანული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2020 წლის მონაცემთან შედარებით, დაახლოებით 150%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
ჩვენი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ირანულ ინტერნეტ-სივრცეში განთავსებულია არაერთი სტატია, სადაც ღიად არის აღწერილი თაღლითური სქემები, რომელთა საშუალებითაც, ირანელი ბიზნესმენები და ბიზნესის წარმომადგენლები საერთაშორისო სანქციებს უვლიან გვერდს. ამ ბლოგებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირთან, ხოლო „შეღავათების ზოგადი სისტემის“ ფარგლებში წვდომა აქვს ამერიკის ბაზარზეც. შესაბამისად, აღნიშნული ირანელ ბიზნესმენებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია ჯერ საქართველოში, ქართულ ბაზარზე შეიტანონ, შემდეგ კი, პროდუქცია გადაფუთონ და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ეტიკეტით, მარკირების გზით მისი ექსპორტირება მოახდინონ ევროპულ ან ამერიკულ ბაზრებზე. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კანონის მიღებისა და ევროპაში ექსპორტირებული საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის საბაჟო ტარიფების გაუქმების გათვალისწინებით, ირანელი ვაჭრებისთვის შეიქმნა ხელსაყრელი გარემო: მათ შეუძლიათ თავიანთი საქონელი საქართველოში შეიტანონ, შემდეგ საქართველოში შეფუთვით და საქართველოში წარმოებული პროდუქციის ნიშნით, საბაჟო გადასახადების გარეშე და კონკურენტულ ფასად, განახორციელონ მისი ექსპორტი ევროპაში და ამერიკაშიც კი. ირანს ნამდვილად შეუძლია საქართველოსთან ვაჭრობის გზით ამერიკის მიერ ირანზე დაწესებულ შეზღუდვებსა და სანქციებს გვერდი აუაროს და მსოფლიო ბაზარზე და სხვადასხვა პროდუქციით მსოფლიო ვაჭრობაში მოიპოვოს.
ამასთან, საქართველოს ბაზართან მიმართებით ირანის მთელი ძალისხმევა ისაა, რომ საქართველოსთან ვაჭრობა თავისი ექსპორტისა და იმპორტის მნიშვნელოვან მიმართულებად აქციოს. ირანსა და ქართველებს შორის კარგი სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირები მიანიშნებს, რომ მორჩევანას კარგი მომავალი ელოდება. საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც მას შეუძლია ირანი მსოფლიო ბაზარზე დააკავშიროს, ისაა, რომ მას ვაჭრობის სფეროში აქვს ბევრი შეთანხმება ევროპასთან. ევროპასთან ვაჭრობა საქართველოსთვის ძალიან ადვილი და მოგებიანია.
ამ შეთანხმებების მეშვეობით, საქართველოსთვის ყველა ევროპულ და არაევროპულ ქვეყანასთან ვაჭრობის გზა გახსნილია. მაგალითისათვის, ევროპასთან, თურქეთთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და სხვებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გულისხმობს, რომ საქართველოს შეუძლია, ქვეყანაში წარმოებული საქონელი, საბაჟო გადასახადების გარეშე, ამ ქვეყნების ბაზარზე გაიტანოს. აღსანიშნავია, რომ ირანულ მხარეს ოფიციალურადაც გაუკეთებია განცხადებები საქართველოს მეშვეობით ევროპულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობის შესახებ, მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თანდასწრებით. მაგალითად, 2017 წელს, ირანის თანამშრომლობის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ალი რაბიეიმ, ირან-საქართველოს ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეექვსე შეხვედრაზე,"- ნათქვამია კვლევაში.
https://bm.ge/news/irantan-gazrdili-ekonomi...iWhzuaKznQC8Ntg