სირიის ოფიციალური პირების თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მკვლელობის ორი ბოლოდროინდელი გეგმა აღკვეთილია.
წყარო: როიტერი
ლიბანში ისრაელის საჰაეროს ძალები აგრძელებს დარტყმებს ჰეზბოლას პოზიციებზე

ისრაელის საჰაერო ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას კიდევ ერთი მეთაური გაანადგურეს
რამდენიმე დღის წინ ისრაელმა ლიბანის არმია გააფრთხილა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ჰეზბოლას განიარაღება მოუწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელი ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს გააძლიერებდა.
როგორც ყატარულ გამოცემა „ალ-არაბი ალ-ჯადიდს“ ეგვიპტის ერთ-ერთი მაღალი რანგის წყარო აცნობებს, ეგვიპტე უარყოფს ჰამასის მებრძოლების თავის ტერიტორიაზე „დროებით თუ სამუდამოდ“ თავშესაფრის პერსპექტივას. კაიროს უარის მიუხედავად, ეგვიპტემ მიიღო ჰამასის გათავისუფლებული პატიმრები, რომლებიც ამჟამად ქვეყნის სასტუმროებში ცხოვრობენ, როგორც ადრე იყო ცნობილი.
კაირო „არ იქნება კარიბჭე ან თავშესაფარი არცერთი შეიარაღებული დაჯგუფებისთვის“, - განაცხადა წყარომ და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მხარის მიერ წარდგენილი წინადადებები „ჰამასის მებრძოლების ეგვიპტეში ან მისი გავლით გასვლასთან“ დაკავშირებით ეგვიპტის ოფიციალური დასტური არ მიუღია.
ეგვიპტის მაღალი რანგის წყარომ განაცხადა, რომ კაირო ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზას სექტორში კრიზისით დაინტერესებულ ყველა მხარესთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზაზე გადასვლის მცდელობის ფარგლებში.
ეგვიპტე „არ წავა კომპრომისზე პირველ ფაზაში შეთანხმებულ ძირითად პრინციპებზე, მათ შორის უპირველეს ყოვლისა პალესტინის ტერიტორიების ერთიანობაზე და ნებისმიერი შეთანხმების უარყოფაზე, რომელიც არღვევს ეგვიპტის სუვერენიტეტს ან კარს უხსნის პალესტინელების იძულებით გადაადგილებას“.
LA. Lakers: Brazil: PSG: AC.Milan
Kobe Bryant
Ronaldo Fenomeno
Rafa Nadal
Jannik Sinner
Thiago Silva
Heroes come and go, but legends are forever!!! Kobe Bryant