New York Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა და არაბულმა ქვეყნებმა აშშ-ს სთხოვეს, რომ ირანის რეჟიმის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ ირანზე იერიში არ მიეტანა.
15 იანვარს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა NYT-ს უთხრა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვა, ირანზე ამერიკის სამხედრო თავდასხმის ნებისმიერი გეგმა გადაედო.
ასევე, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი არაბული ქვეყნის ოფიციალური პირი გამოცემას უყვება, რომ ისრაელის გარდა, კატარი, საუდის არაბეთი, ომანი და ეგვიპტეც სთხოვენ ტრამპის ადმინისტრაციას, არ შეუტიოს ირანს.
ეს თუ სიმართლეა რაღაც სერიოზულს ამზადებს ისრაელი.
ან შეიძლება დიდი იმედი აქვთ შიგნიდან ამოაყირავებენ დიდი მსხვერპლის ხარჯზე.
ბალოჩისტანის მებრძოლებს გააქტიურებენ სავარაუდოდ და შეიძლება ქურთებმაც გააკეთონ მოძრაობა
მაჰმუდ აბასი მომავალ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ხუთშაბათს.
„ის (აბასი) 21 იანვარს ორი დღით ჩამოვა“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო პალესტინის საელჩოს წარმომადგენელს.
ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ ვიზიტის დროს აბასი პუტინსაც შეხვდება.
:
https://www.middleeastmonitor.com/20260115-...scow-next-week/ This post has been edited by Blunt on 16 Jan 2026, 12:35
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)