ირანში აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმას სრულმასშტაბიან ომად ჩათვლიან, - ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანელი ოფიციალური პირი აშშ-ის მიერ ავიამზიდების ახლო აღმოსავლეთში გაგზავნას გამოეხმაურა.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს რეალური კონფრონტაციისთვის არ არის გამიზნული, თუმცა ჩვენი არმია ყველაზე უარესი სცენარისთვის მზად არის. ამიტომ, ირანში ყველაფერი მაღალი დონის მზადყოფნის მდგომარეობაშია“, - განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, „თუ ამერიკელები ირანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევენ, მაშინ ამას ირანი უპასუხებს“.
„ამჯერად, ნებისმიერი სახის თავდასხმას, როგორიც არ უნდა უწოდონ მას, შეზღუდული, ქირურგიული, კინეტიკური თუ სხვა, ჩვენ სრულმასშტაბიან ომად ჩავთვლით და მკაცრ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
სირიისა და ისრაელის ოფიციალური პირები მალე შეხვდებიან აშშ-ის შუამავლობით, შესაძლოა პარიზში, დამასკოსა და იერუსალიმს შორის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების დასასრულებლად, - განუცხადა @i24NEWS_EN-ს სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან დაახლოებულმა წყარომ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
LA. Lakers: Brazil: PSG: AC.Milan
Kobe Bryant
Ronaldo Fenomeno
Rafa Nadal
Jannik Sinner
Thiago Silva
Heroes come and go, but legends are forever!!! Kobe Bryant