არა დაცემული, მხოლოდ აღდგომილი
მინდა ანგელოსი ვიყო,
შვილი უძღები და შვილი განდგომილი
მამამ შინისაკენ მიხმო.
არასრულყოფილი ყოფიერებიდან
ადამიანური დრამა
მომაქვს და ხელს მიწვდის ლმობიერებითა
ძეში მყოფიერი მამა.
მზიდან მთოვარეში, ხოლო მთოვარედან
გულის ღია თაღში შეხვალ,
გზიდან აცდენილი მე ვარ მაცხოვარი და
ჩემი დაბრუნება შენ ხარ.
ვაააა, უვააა

მინდა ვისმინო გულისყურით სამყაროს სუნთქვა,
ჯერ არ შეცნობილ, ჯერ არ სმენილ, ჯერაც უხილავ
აზრებად მინდა გამიელვოს ჭექა-ქუხილმა
და შემართული მახვილ-სიტვა ვლესო და სულ ვთქვა.
სიტყვა პირველად გასაოცრად და საკვირველად
ქმნიდა მნათობებს ცის ციგად და მე აწ მისი
ცა ვით საწმისი უწმინდესი გავისაწყისე
და მზე სხივოსან-მოგვირგვინე თეთრი გვირილა.
აზრებმა ფორმა, ფორმამ სივრცე, სივრცემ დროება
საყოველთაო შენი სუნთქვის რიტმით აღავსო,
ვით სიმრავლეში ერთეულის განმარტოებას
ყოველი არსი შენს სიცოცხლეს გამოსახავსო.
მეც პოეზია მინდა ვზიდო მზისკენ ლოცვებით
ზე შევწვდე სიტყვას, სადაც ქრისტეს კრთის საოცრება
ეხლა ეს კაცი რომ არ დაეჭირათ ხომ ჰაზრადაც არ მომივიდოდა გავცნობოდი მის პოეზიას არააა?!!
დიდ ბოდიშს მოგიხდით და ამ კაცს სავარაუდოდ ძველი აღთმქაცა აქვს წაკითხული და ახალი ხომ თავისთავად და ნაფიქრიც კი,
მაგრამ მიტინგებზე ხალხის ეგზალტირებას რომ ცდილობდა აი ეს არ მესმის რა, მასას კიდევ აგდება უნდა?
პირიქით უნდა ეჩურჩულო რომ გაიგოს, ამას ვერ ხვდება
This post has been edited by tengo9786 on 25 Jun 2025, 10:25