...ეკატერინბურგში დაღუპული ზიადინ და ჰუსეინ საფაროვების ძმამ, ჟურნალისტმა სეიფედინ ჰუსეინლიმ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ძმები დაახლოებით 60 წელს მიტანებულები იყვნენ და რომ “ისინი ყოველგვარი სასამართლო პროცესისა და გამოძიების გარეშე, მათი უდანაშაულობის მიუხედავად, რუსმა სამართალდამცველებმა წამებით მოკლეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ე.წ. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შუაღამით სახლებში შეიჭრნენ, სცემეს და ცხოველებივით წაიყვანეს ხალხი. არა მხოლოდ ჩემი ძმები, არამედ ჩვენი სხვა ბევრი თანამემამულეც წაიყვანეს. სამწუხაროდ, საღამოს მივიღეთ ცნობები გარდაცვლილთა შესახებ. ზოგიერთ აზერბაიჯანელს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და ელექტროშოკით აწამეს, სამედიცინო დახმარება მხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობის ჩარევის შემდეგ გაუწიეს”, - თქვა მან. აზერბაიჯანული სახელწიფო სააგენტო “აპა”-ს ცნობით, მასთან ინტერვიუში წამების კიდევ ერთმა მსხვერპლმა ელგიზ საფაროვმა განაცხადა, რომ რუსმა სამართალდამცავებმა რეიდი ეკატერინბურგში საფაროვების ოჯახის საკუთრებაში არსებულ კაფეშიც ჩაატარეს. მისი თქმით, 27 ივნისს რუსმა სამართალდამცავებმა სასტიკად იძალადეს როგორც საფაროვების ოჯახის, ასევე სხვა აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებიც ქალაქში 30 წელზე მეტია ცხოვრობენ”, - დასძენს გამოცემა.
“როდესაც ჩვენს სახლში შეიჭრნენ, მე იქ არ ვიყავი. მამაჩემი დაახლოებით დილის ხუთ საათზე წაიყვანეს. შუადღის ორ საათზე კაფეში მივედი, რათა გამერკვია ყველაფერი რიგზე იყო თუ არა თანამშრომლებთან. ამ დროს ნიღბიანებს კაფეში ყველა პირქვე დაწვენილი ჰყავდათ. დაცვის თანამშრომელს თვალში ჩაარტყეს და ახლა სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ერთ-ერთ თანამშრომელს ყბა აქვს მოტეხილი. შემდეგ დაიწყეს თანამშრომლების დამცირება. გვცემეს და მოკვლით დაგვემუქრნენ. რუსმა ძალოვნებმა კაფეში არსებული უსაფრთხოების კამერები გაანადგურეს და მეხსიერების ბარათების გადაცემა მოითხოვეს. თანაც, თავდამსხმელებს არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. კაფე მამაჩემის, აკიფ საფაროვის საკუთრებაშია. ის ძმებ საფაროვებიდან ყველაზე უფროსია. ახლა ისიც დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაშია”, - განაცხადა ელგიზ საფაროვმა, რომლის თქმით, მისი სხვა ბიძები უფრო სასტიკად სცემეს და მამამისის თვალწინ აწამეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“როდესაც მიხვდნენ, რომ კაფეს მეპატრონის შვილი ვიყავი, დაცინვა დამიწყეს. მწვადის შეწვა მაიძულეს. როდესაც მათთვის საჭმელს ვამზადებდი, ხელკეტით მცემდნენ და ჭურჭელი დაამტვრიეს. თითქმის ორსაათნახევარი იატაკზე ვიწექით, სანამ თავად ჭამდნენ და სვამდნენ, შემდეგ კი ისევ გვცემეს და წავიდნენ”, - განაცხადა ელგიზ საფაროვმა. ის ადასტურებს, რომ მისი ორი ბიძა მოკლეს, დანარჩენებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს, მათ შორის რამდენიმეს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული. “მე არც კი ვიცი ვინ გარდაიცვალა 24 წლის წინ, მაგრამ ახლა გამომძიებლები მოითხოვენ, რომ ჩვენმა ნათესავებმა აიღონ პასუხისმგებლობა”, - ამბობს ის. შემთხვევის კიდევ ერთი მომსწრე ვიუგარ საფაროვი ყვება, თუ როგორ შეიჭრნენ ძალოვნები გამთენიისას მის ოჯახში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“სახლში გვეძინა. დილის ხუთ საათზე კარზე კაკუნის ხმა გაისმა. დავინახე ნიღბიანებმა როგორ შემოამტვრიეს კარი რკინის კეტით. დედაჩემს ხელი გაარტყეს და გვერდზე გადააგდეს. შემდეგ მე, ჩემს ძმას და მამაჩემს მოგვვარდნენ, სასტიკად დაგვიწყეს ცემა ხელკეტებითა და ხელჯოხებით, ელექტროშოკიც გამოიყენეს. ავეჯი დაგვიმტვრიეს და ეს ძალადობა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. შემდეგ ხელბორკილები დაგვადეს და ფრუნზეს ქუჩის 74-ე ნომერში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაგვიყვანეს”, - განაცხადა ვიუგარ საფაროვმა. მისივე თქმით, ის და მისი ძმა მუჰამედი ერთ ოთახში იმყოფებოდნენ, მამა მაზაჰირ საფაროვი კი ცალკე ოთახში. ესმოდათ მამა როგორ ყვიროდა ტკივილისგან. ევედრებოდა, არ შეხებოდნენ, ამბობდა, რომ გული აწუხებდა და სტენტი ჰქონდა ჩადგმული, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ წამებას, დაცინვას, შეურაცხყოფას, ელექტროშოკს უერთებდნენ ყურებზე, თითებსა და მკერდზე. მისი თქმით, ეს წამება და დაკავებები დღის ბოლომდე გაგრძელდა, რაღაც მომენტში კი გაიგო, რომ გარდაცვლილებიც იყვნენ”, - დასძენს სტატიის ავტორი.
https://www.interpressnews.ge/ka/article/84...oxilva-30062025ისე, ეს ყველაფერი ცნობილი გახდა იმიტომ, რომ აზერბაიჯანის მედიაში გამოქვეყნდა. ალიევის ნებით ცხადია, მაგრამ რუსეთის გარეთ ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელი გახდა. სხვაგვარად თითქმის ვერც ვერავინ გაიგებდა იმ ქალაქის გარეთ და რამდენი ასეთი რამ ხდება საღორეში, რაც არ ხმაურდება.
იგივე იქნება აქაც, თუ მედიასა და ენჯეოებს ქოცები საბოლოოდ გასრესენ.
ჩაჭრილირუსეთი უნდა დაინგრეს.