gramatikikinaშეტყობინებაზე გამახსენდა…
ხილიანზე, ჩემი კარის მეზობლები იყვნენ კაპანაძეები, ძალიან კარგი ხალხი.
პატარა სახლში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა ერთად : გაუთხოვარი დიდი მამიდები, ეს კაცი ოჯახით და შვილი, უკარგესი ბიჭი, რომელმაც მერე მოიყვანა ცოლი, 15 წლით პატარა გოგო…ულამაზესი, ფერიას ჰგავდა…
ეს ბინა ოჯახმა დაუთმო ახალგაზრდებს, თვითონ სადღაც გადავიდნენ…
შეეძინათ შვილი. უსაყვარლესი პატარა გოგო და ეს ბავშვი რომ გახდა 3 წლის და მიიყვანეს ბაღში, ამ გოგომ უმატა კივილს
ბავშვს იცი როგორ უყვიროდა ?
ნუცააააააააა
ეხლაც ყურში ჩამესმის!!
დილის 7 საათიდან იწყებოდა კონცერტი და გრძელდებოდა წლები, , სანამ მე ამერიკაში წამოვედი , ეს მესმოდა…
თავიდან ქმარი ეჩხუბებოდა და მერე ეს კაი ბიჭიც აიყოლია, უკვე ერთად აბულინგებდნენ ბავშვს
აი, რამდენჯერ მინდოდა შევარდნა, ან პატრულში დარეკვა და რატომღაც არ ჩავერიე… არც ბავშვის ბებიას დავურეკე…
მეზობლებთან რომ დავიჩივლე, ტანსაცმლიანი გიჟია ეგ ეკაო და არ ჩაერიოო…
სულ მახსოვს და ძაან ვნანობ ჩემს უმოქმედობას !!!
ის ბავშვი ნორმალური არ გაიზრდებოდა, იქნება ტრავმირებული ფსიქიკის!!! თინეიჯერის ასაკის ეხლა…
უნდა ჩავერიოთ!! ყოველთვის!!! როცა რაღაც არასწორს ვხედავთ და ვამჩნევთ..,
მხოლოდ ასე გადავრჩებით, როგორც ერი !!
This post has been edited by Forgiveness on 3 Jul 2025, 02:08