სურამის ებრაელები მახსოვს, ვაჭრები,
დედაჩემი სულ მაგათთან მყიდულობდა “შმოტკებს”

))
თან მივყავდი ხოლმე, მე მარჩევინებდა ❤️
4-5 წლის ვიყავი, ჯერ სკოლაში არ დავდიოდი და ეს მოგონებები ისე მძაფრად ჩამებეჭდა, აღფრთოვანებული ვუყურებდი ამდენ უცხო ტანსაცმელს, საათებს, სუნამოებს,, ტექნიკას…
“ვარიონკა”, “ სწიოგანნი” პალტო, ადიდასის ბოტასები… სკოლაში სულ რამდენიმე ბავშვს გვეცვა

))
ბაკურიანში სასტუმრო “დინამო” ვის ახსოვს ?!
ჯეირანაშვილი ( დირექტორი) მამაჩემთან მეგობრობდა და სულ ლუქსში ვისვენებდით, ზღვაზე - ქობულეთის “ინტურისტში” ( ან ვქორაობდით სახლებს)…
აფხაზეთში არ ვარ ნამყოფი, ძაან შორს იყო, მამაჩემი ყოველ შაბათ-კვირას ვერ ჩამოგვაკითხავდა… ამიტომ, აჭარაში გაგვამწესებდნენ ხოლმე

))
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში, თანამდებობის პირის ოჯახში ვიზრდებოდი და ძაანაც მომწონდა კაი ცხოვრება

)) თან, შინაგანად, მაგარი ანარქისტი ვიყავი, სულ !!!
ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, მე-3 კლასელ ბავშვს, ზვიადის და მერაბის ფოტოები მქონდა გამოკრული, სამეცადინო მაგიდასთან, ჩემი სურვილით, არავინ მაძალებდა

))
მამაჩემი მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა და აფხაზეთში მიდიოდა საომრად, ფეხზე ჩამოვეკიდე, ისტერიკა მოვაწყვე და არ გავუშვი !!!
წინათგრძნობა მქონდა, რომ ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა …
რუსეთზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს!!!!
პოლიტიკის განყში ვარ, რაც არ უნდა იყოს

)