ZAZAiმოდი კონკრეტულ ფაქტებს მოგიყვან: როცა გიორგი II თურსელჩუკებთან თანხმლებით ვეჯინის ციხეს ალყა შემოარტყა, მოისურვა რომ ახლა ნადირობა კარგი იქნებოდაო, ალყა მოხსნა და გადავიდა დასავლეთ საქართველოში, (თურქებმა ვეჯინის ციხე აიღეს და აღსართანი თავად გაურიგდა სელჩუკებს)
1210 წ. ივანე მხარგრძელმა ხლათის ციხის ასაღებად ვიღაც ვარსკვლავთმრიცველს დაუჯერა მოიგებო, გამოთვრა, და შევარდა მდინარეში, მთვრალი მხედარი გადმოვარდა და ტყვედ შეიპრეს, მოგვიანებით ზაქარია მხარგძელმა ისეთი კნტრიბუცია გადაუხადა ხლათელებს რომ ძმა გამოეხსნა რომ ჩვენი სამხრეთული ამბიცია მთლიანად შეეწირა ამ საქმეს. (30 ციხე დაათმობინეს და 100 ათასი დინარი!!!)
გიორგი ლაშა ისე გატყვრა რომ ბასიაკმა რინდებმა ვერ იცნეს და ისე სცემეს რომ თვალი დაუშავდა (შესაძლოა დაეფსო კიდეც)
მუსლიმური წყარო რომლის ავტორი ქართველებს ვერ იტანდა ამბობს რომ გარნისის ბრძოლა ჯალალ ედ დინთან იმიტომ წავაგეთ რომ ქართველები ქეიფობდნენ და ჩვენი უფლისწული ტავზე წაადგაო (სავარაუდოდ ეს ცნობა სიმართლე არ არის მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება ტაშ-ფანდურისტები რომ ვიყავით ალბათ ეგ ამბავი აზიაშიც იყო ცნობილი

გავაგრძელო?? სხვანაირები არასოდეს ვყოფილვართ! და მართალია პურის ჭამამ გადაგვარჩინა ეს იყო ჩვენი მთავარი ბრძოლის ილეთი უფრო სწორედ სუფრაზე დალეული სუბლიმაცია. მაგრამ გადარჩენაც არის და გადარჩენაც 3000 წელი მოგვეცა ცივილიზაციის ასაშენებლად და ხიხოს ბოსტანში მოვედით!