დღეს რომ ევროპა და ამერიკა სერიოზულ კონფლიქტში არ არიან სრულად მაკრონის დამსახურებაა.
ერთადერთი ლიდერი რომელიც ტოლსწორად დაუდგა ტრამპის გიჟურ და ცბიერ ნაბიჯებს, როგორც პირველ ასევე მეორე პრეზიდენტობის დროს.
ტრამპის რამდენიმე დაპატიჟება პარიზში და ფრანგული დიპლომატიის ბრწყინვალე მუშაობა. მარტივად რომ ვთქვათ ტრამპის და მელანიას დაკერვის ოპერაციები. ვიზიტი ლუვრში. ვახშამი ეიფელის კოშკზე. გასეირნება სენაზე და ასე შემდეგ.
იყო სერიოზული კონფლიქტებიც მათ შორის, კლიმატის ხელშეკრულების დატოვების დროს, ნატოს დაფინანსების თაობაზე და სხვა.
მაგრამ ყველაზე დიდი ჭიდილი იყო უკრაინის საკითხში.
მაკრონმა აიღო თავის თავზე მასთან ჭიდილი და ლაპარაკი და ბრწყინვალედ გაართვა თავი, წარმოუდგენელია 230 ზარი მეორე პრეზიდენტობის დროს მაკრონსა და ტრამპს შორის. იყო მომენტი მაკრონი მადაგასკარზე იყო ღამის სამი საათია და მობილურზე ურეკავს ტრამპი...
მეგობრებიც კი უწოდეს ბოლობოლო ერთმანეთს, ძალიან აფასებს ტრამპი მაკრონს მაგრამ ძალიანაც არ უყვარსო რადგან ვერ დაიმორჩილა .
ერთხელ ტრამპმა კითხა მაკრონს რას ფიქრობ ტერეზა მეიზე და მერკელზეო? შენ მომწონხარ ვინერი ხარ მაგრამ ეგ 2 ქალბატონი ლუზერები არიანო.
ვატიკანში საოცრებები ატარა მაკრონმა ზელესთან რომ დაესვა ტრამპი.
ხელის ჩამორთმევა ხომ იცით ტრამპის? მთავარი მეთოდია ეს მისთვის რათა თავისი ალფამამრობა აჩვენოს ვიზავის.
ხოდა აი ტრამპის ხელი და ცნობილი ფოტო სადაც მაკრონის ცერა თითის ანაბეჭდი ამჩნევია ტრამპის ხელს.
დიახ, კარგად იცნობს, ყველაზე კარგად იცნობს მაკრონი ტრამპს იცის როგორ ელაპარაკოს, სად მიაწვეს და სად მოეფეროს, და ზუსტად ამის გამოა დღეს კატასტროფა რომ არ ხდება უკრაინაში, კატასტროფა რომ არ ხდება ევროამერიკის ურთიერთობაში...
მიმაგრებული სურათი