ჰეჰე, ქამბექის დრო მოდის

)))))))))))))))))))))))))) ბოზელია აკენწლა წითლიძემ
ქალბატონ ეკას ჩემთვის მოუცლია

ოღონდ კედელი ჩაუკეტავს.
ეკა ბესელია • Eka Beselia- თუ პოსტს დებთ, მაშინ საჯარო უნდა გახადოთ რომ ყველამ ნახოს და გიპასუხონ.
შერჩეული მეგობრებისთვის დადებული პოსტი - დასტურია რომ ზუსტად იცით ხალხის რეაქცია თქვენს საქმიანობაზე.
რამ აგაღელვათ?
არც ჩახალიანი გამოგიშვიათ?
არც რუსი ჯაშუში შკირლნიკოვი?
არც ჩატაევი?
საკუთარ ქვეყანას რომ ომის დაწყებას აბრალებდით, ეს მოინანიეთ?
მოვიგონეთ და გაბრალებთ?
თქვენი კავშირები ნარკო- ბარიგებთან და კანონიერ ქურდებთან, მოვიგონეთ?
თუ ქართველ სამხედროებზე ინფორმაცია არ გადაგიციათ რუსებისთვის?
იქნებ მარეკ დუდაევის გათავისუფლება და ოსებისთვის გადაცემა არ იცოდით?
იქნებ კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები, სათითაოდ, გაურკვეველ ვითარებაში რომ დაიღუპნენ თქვენი ხელისუფლების პირობებში, მაგაზე აიღეთ პასუხისმგებლობა?
იქნებ მე გამომრჩა და 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა მოინანიეთ? ან მინიმუმ ბოდიში მოიხადეთ?
ან იქნებ სანდრა რომ ორგანოებით ვაჭრობდა -
ამის გავრცელებას ნანობთ?
გუბაზ სანიკიძე და მურმან დუმბაძის აპატიეს ნაცებმა და მე რატომ არაო - წუწუნებთ.
თქვენგან განსხვავებით ამ ადამიანებს დაშვებული შეცდომის აღიარების უნარი აღმოაჩნდათ, თქვენ კი, დღემდე ნაცი რომ ქოცს უდრის ამას პროპაგანდირებთ.
2019 წლამდე, მონურად ემორჩილებოდით და რუსი ოლიგარქის დავალებებს ასრულებდით.
ირაკლი ალასანიას წამოსვლის შემდეგ, რომელმაც საჯაროდ თქვა რომ ქვეყნის ევრო- ატლანტიკური კურსი იცვლებოდა, ისაუბრა რუსების დავალებით, ფრანგებთან ჩაშლილი ხელშეკრულებაზე რომელიც ჩვენს საჰაერო სისტემას ეხებოდა - თქვენ მაინც რუს ოლიგარქთან დარჩით.
ტყუილია რომ თქვენ ქოცებიდან წამოხვედით, თქვენ გამოგაგდეს. კლანურ დაპირისპირებას შეეწირეთ, ისიც იმიტომ რომ იღორეთ და წილები არ გაყავით.
თქვენ არასოდეს იყავით არც კეთილსინდისიერი ადვოკატი და არც პოლიტიკოსი. თქვენი და თქვენი ოჯახის კორუფციულ სქემებზე ლეგენდები დადის, მარტო ფოთიც გეყოფათ.
თქვენ ნაცებს კი არა ქართულ სახელმწიფოს ებრძოდით, საკუთარი პირადი სარგებლის გამო და სულ ფეხებზე გეკიდათ ნაცების შეცდომები, დანაშაულებები "გაუპრავეთ" მერე ბიძინას.
შეხსენებაზე თუ მიდგება, თქვენ თავი არ გამოგეყოფათ.