ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ყოფილ პრემიერზე და "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა. ტვ პირველის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, შეიძლება თუ არა რომ ღარიბაშვილმა საკუთარი პარტია შექმნას მანამ, სანამ დააკავებენ?
კითხვის საპასუხოდ კობახიძეს არაფერი უთქვამს მისი წინამორბედის სავარაუდო დაკავების შესახებ, მან მხოლოდ პარტიის შექმნის შესახებ ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ "არ ჰგონია" ღარიბაშვილმა ახალი პარტია შექმნას.
• ტვ პირველის ჟურნალისტი: ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება ვნახოთ გამოძიების ინტერესის საგანი?
• კობახიძე: სპეკულაციური არასწორი და არაჯანსაღი კითხვებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება. ეს არის ჩემი რწმენა.
• ტვ პირველის ჟურნალისტი: გქონდათ ღარიბაშვილთან კომუნიკაცია?
• კობახიძე: კი, არაერთხელ ბოლო პერიოდში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარეობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯე მქონდა კომუნიკაცია რაღაც თემებზე
• ტვ პირველის ჟურნალისტი: კალაძის წარდგენაზე რატომ არ იყო, თუ გაბრაზებული არ არის?
• კობახიძე: მან თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა და რატომ უნდა მოსულიყო?
• ტვ პირველის ჟურნალისტი: პოლიტიკიდან არჩილ თალაკვაძეც გავიდა, მაგრამ ვნახეთ კადრში.
• კობახიძე: ის მოვიდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი...ყოფილი პრემიერმინისტრი გავიდა პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოსვლა, ცალკე სპეკულაციებს მოაყოლებდით მერე მაგას.
• ტვ პირველის ჟურნალისტი: შეიძლება, რომ ახალი პარტია შექმნას სანამ დააკავებთ?
• კობახიძე: არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ გეტყვით პარტიებთან დაკავშირებით...
• ტვ პირველის ჟურნალისტი: ღარიბაშვილმა შეიძლება, რომ პარტია შექმნას სანამ დააკავებთ?
• კობახიძე: სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, მაგრამ მე როგორ გითხრათ სხვის მაგივრად ვინ რა შეიძლება დააპიროს...
ღარიბას დაჭერა გვაწყობს!
2012 წლიანებზე იმოქმედებს საშუალო და ქვედა რგოლებში. ვიცი რასაც ვამბობ.
* * *
პახოდუ ხაბე რიჟვაძეს შეხვდა და იბაზრესო!