#62182761 · 19 Jul 2025, 22:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaniga
QUOTE | დღეს თურქეთის მხარეს ვინც გადასულა გადამტანები ყველა დაუბრუნებიათ უკან...რახდება?თურქებიც გადავიკიდეთ თუ რა მაფიაა? |
დღეს არ ვიცი, მაგრამ გუშინ ანუ 18 ივლისს მე გადავედი - მაგ მკვლელობამდე 2 საათით ადრე. შეიძლება ითქვას, გადავასწარი, თორემ მაგ მკვლელობის მერე ჩაუკეტიათ ჩვენი მხრიდან საზღვარი და არ ატარებდნენ არავის. საღამოს რომ გადმოვედი, სავსე იყო ის იმხელა მოედანი ხალხით - იმ სიცხეში რამდენიმე საათი ისე იდგნენ თურმე იქ. ქართველები კი მობრუნებულან ბათუმისკენ, მაგრამ თურქები და უცხოელები ისევ იდგნენ და ელოდნენ გაშვებას. გამიმართლა, მეც რომ არ აღმოვჩნდი იმათში, თორემ ისედაც 2 თვეა, ვემზადები გადასასვლელად წამლის გადმოსატანად - 2 თვეა, გამითავდა წნევის მარეგულირებელი და, პირველი თვე კიდევ არაფერი, მაგრამ ბოლო 1 თვეში გარეკა წნევამ 180/200-100/120-ის ფარგლებში. 2 წამალი მოვსინჯე აქ ექიმების რჩევით, მაგრამ მისხალითაც ვერ დავიწიე წნევა. gramatikikina
QUOTE | თურქეთის მოქალაქეების რიგი ცალკე აქვთ და თურქები არ გამუშვებდნენ მაგას ესე ეგ არის ქართული ან არათურქული პასპორტით აქ გადმოსული |
ნუ გამორიცხავ, სულაც მთებით გადმოვიდა სადმე ბილიკებით - თურმე ეგრეც ხდება. პ.ს. მაგ თურქების რიგში ქართველებსაც ატარებენ, ოღონდ თურქი თუ მოვიდა, ურიგოდ უშვებენ.
QUOTE | მერე გადამსვლელების ერთი ნაწილი არიან ადგილობრივი ქართველები, რომლებსაც ერთი ბლოკი სიგარეტი გადააქვთ და გადმოაქვთ 1 ბლოკის გადატანა კანონით დაშვებულია და ეს ხალხი, ალბათ 50 კაცი აქეთ და 50 კაცი იქით ესე ღიად დგას და აწარმოებს ამ 1 ბლოკის გადატანის ბიზნესს ვინმე ნამდვილ გადამსვლელს რომ დაინახავენ, გეუბნებიან, გაგატან 1 ბლოკ სიგარეტს ლიფტიც კი გათიშეს, რომ გითხრან, აგატანინებ კიბეებზე ჩემოდანსო და შენ სიგარეტი გადამიტანეო ეს მესაზღვრეები დგანან ###ებივით, ყველაფერს ხედავენ |
არის ხალხი (ისევ ჩვენები, ქართველები) - მებარგულების პონტში, სპეციალურად ბარგის გადატანაზე რომ მუშაობენ. ანუ სიგარეტის გადატანა სხვაა და ბარგის - კიდევ სხვა. არასოდეს გადამიტანია სიგარეტი, 1 შემთხვევის გარდა. მეთქი, მასე გაატანეს ბაბუცა გორდაძეს და დარეჯან კოხტაშვილსაც და მალაიზიაში კინაღამ სახრჩობელაზე ამოყვეს თავი-მეთქი. შემეშვით, არ მინდა თქვენი ფული-მეთქი. იმ ერთ შემთხვევაშიც მოხუც ქალს გადმოვატანინე იქედან აქეთ. სარფის მიკროავტობუსში ერთად ვიჯექით და გზაში გამომელაპარაკა. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ მერე შემეცოდა და ვიფიქრე, რა უნდა მიქნას, თან, არ მოვშორდები და თუ რამე, შევაჩეჩებ პოლიციას ხელში-მეთქი. მე ეგეც არ ვიცოდი, 1 ბლოკის ნებართვა თუ იყო. სულ 2-ჯერ გადმოვიტანე მეზობელისთვის. ისე, თურქები იქეთ თურმე 3 ბლოკს გატანენ, მაგრამ ჩვენები არ შემოგატანინებენ 1-ზე მეტსო, ასე მითხრეს.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი. "ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი. "ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
|