თითიდან გამოწოვილი თემაა
***
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. ე.წ. დახერხილი გვამების საქმე. ი.კ. იყო თანამდებობის პირი. ის დაჰპირდა ორ მოქალაქეს, რომ გამოატანინებდა 250 ათასი დოლარის ოდენობის სახელმწიფო კრედიტს ბანკიდან, თუკი ისინი მანამდე გარკვეულ თანხას მისცემდნენ მას ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად.
ამ გზით, მან ორ მოქალაქეს გამოსძალა 2500 დოლარი და მიითვისა. იმავე სქემით, ი.კ-მ კიდევ ორ მოქალაქეს გამოსძალა 5200 დოლარი და მიითვისა. ამის შემდეგ, მოტყუებული მოქალაქეების ორი წარმომადგენელი შეხვდა ი.კ-ს დედამისის ცარიელ ბინაში, სადაც გაიმართა მოლაპარაკება ფულის დაბრუნების შესახებ, ვინაიდან სახელმწიფო კრედიტი გამოტანილი არ იყო. იცოდა რა, რომ ფულს ვერ დააბრუნებდა, ი.კ-მ გადაწყვიტა მოეკლა ეს პირები. მან მაკაროვის იარაღით ზურგში ესროლა ორივეს, რის შემდეგაც პირველს დანით მიაყენა 53 ჭრილობა, ხოლო მეორეს - 33. ამის შემდეგ, მან ორივე გვამი მიაბა რადიატორზე ქამრებით.
საღამოს, შინ მისულმა უამბო დედას, რაც გააკეთა. მეორე დღეს, დედა-შვილი მივიდნენ ბინაში, სადაც გვამები იყვნენ და და დანისა და ლითონსაჭრელი ხერხების მეშვეობით ორივე გვამს მოახერხეს თავები, ზემო და ქვემო კიდურები, ჩააწყვეს ბრეზენტისა და ცელოფნის პარკებში და გაამზადეს გადასაყრელად. დედამ ბინა გაწმინდა.
ამის შემდეგ, ი.კ-მ თავები წაიღო და დამარხა სასაფლაოზე, შემდეგ დაურეკა თავის მეგობარს, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და სთხოვა ამ ორგანიზაციის მანქანა ნაგვის გადასაყრელად. მეგობარი და მისი კოლეგა ორგანიზაციის სპეციალური ნიშნებით აღჭურვილი მანქანით მივიდნენ ი.კ-თან დასახმარებლად. დედა-შვილმა მოიყვანა ორი მუშა, რომლების მეშვეობითაც პარკები ჩააწყეს მანქანაში და ქალაქ გარეთ ერთ-ერთ ხევში გადაყარეს. გზაში, ერთ-ერთმა მუშამ იკითხა, თუ რატომ ჰქონდა ნაგავს ასეთი სუნი, რაზეც ი.კ-მ უპასუხა რომ გაფუჭებული ჰუმანიტარული ხორცი იყო.
ი.კ. მაგარი შებერტყილი ვინმეა, იმედზე გამოყავთ ხოლმე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
„დღეს, ჩვენს ჭაღებიან გოგონას (ნუ, სხვა რაღაცეებიანსაც), ვუჩივლეთ ოჯახმა და ადვოკატი და პასტა და ფურცელი მოიმარაგოს.
მე კი სულ ვიცოდი, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ახლა ჩივილის დროა! ბაცილებს რაც მეტს გაუტარებ, მით მეტად გათავხედდებიან. თან, უკან მოსვლასაც აპირებენ და...
მიშასტელეფონიანი თინა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012-2013 წლებში პირველმა მიაყენა მამაჩემს შეურაცხყოფა. მიშამ დაავალა, უარს ვერ ეტყოდა (აქ, თვალის პაჭუნი). მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიყავი პოლიტიკაში, თორემ ლამაზ თინიკოს ავთანდილ წულუკიანი არასოდეს გაახსენდებოდა. იგივეს აკეთებდა ხოლმე ვივა-მედის კრიმინალი ბაიყუში, როცა იუსტიციაში ვიყავი და გაბრაზდებოდა ვანოს, ბაჩოს ან პეტრეს დაპატიმრებაზე ან კიდევ მისი ექსტრადიციის მოთხოვნის შესახებ წერილის გაგზავნაზე. თორემ სხვა შეხება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს და ბნედიანს არ ჰქონიათ. „მეტი საქმე არ მაქვს, მასეთებს ველაპარაკოს“ პრინციპით, ავთანდილ წულუკიანმა 2000 წელს სასამართლო სისტემა დატოვა და პენსიაზე გავიდა. ეს ის დროა, სისხლისმსმელი სააკაშვილი ქართველ ერზე ექსპერიმენტის ჩატარებას რომ იწყებს. ამის შემდეგ, იმ ქალებს, რომელთა მძივებზეც მიშას ხელები შეუწმენდია, ან კიდევ თავად ბაიყუშს, არ უხსენებიათ ავთანდილ წულუკიანი. მგონი, რადგან არ დავკვირვებივარ.
მხოლოდ ჭიჭე ვაშაძეს რომ შეუვრდა იმ თაკო ჩარკვიანმა ახსენა ერთხელ პარლამენტში (იმ დღეს, საუზმეში დამამშვიდებლის ჩაყრა ჰქონდა ოჯახს დავიწყებული, მისი რა ბრალია!).
ეს ის თაკოა, მამამისი რომ შეუფერებელ ადგილას დაასაფლავა „აქანე კარადას დავდგამ“ პრინციპით და მის სიცოცხლეშიც, მამამისის წინ ძნელადდავარცხნილი კვიცივით რომ დახტოდა.
ბოლოს საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა და „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა მე დამაკისრა. შევუდექი თუ არა საქმიანობას, ჭაღებით გასვეტებულმა მადამ კოდუამ, რომელიც ქმრის მიერ წართმეული მანქანებით დაჯირითობდა ქალაქში “ნაცების” დროს, ისევ გაიხსენა მამაჩემი. გასაგებია, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქმრის მიერ შექმნილი ინდივიდია, სხვა სტატუსი ჯერ-ჯერობით ისევ არ აქვს, მაგრამ როდემდე უნდა ვიძახოთ, რატომ უნდა უჩივლო „მასეთს“?
ჰოდა, დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე. ნანულ, ოჯახშიდ კიდენა მეტნიცა ვაართ, მარა ამ ეტაპზე ეს იკმარე.
ნანა ჟორჟოლიანს გამოქვეყნებული აქვს 20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. ამ სიას აქ არ ვაქვეყნებ, რადგან, სავარაუდოდ, არაერთი მათგანი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, მათ შორის, განზრახ მკვლელობაში, გვამების დანაწევრებასა და ნაგავში გადაყრაში და ა.შ. მსჯავრდებული ხალხია წარსულში და მათ წარსულში ქექვა, ნანა-ნანუკა-ნანულა-ნანუჩიოსგან განსხვავებით, ჩემი საქმე არ არის.
უბრალოდ ვიტყვი, წარდგენილია საბუთები, რომ 15 პირი ცოცხალია დღესაც, 1 პირი მას მერე გარდაიცვალა, როცა მამაჩემი საიქიოში იყო უკვე, ზოგი მას მერე გარდაიცვალა, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა, ერთის იდენტიფიცირება საერთოდ ვერ ხდება და ა.შ.
ახლა, საინტერესოა, ვინ მოკლა იმან და რაფერ ხთეფა ისე, ნანულ, რომ მე ვარ თურმე მკვლელის შვილი.
აღარ ვაპირებთ, რომ გავატაროთ. გეიგეე?
ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი ....“
პიროვნული განვითარების რა საფეხურზე უნდა იყო, რომ უბრალოდ ამ ტექსტის ფორმირება მოხდეს შენს თავში
This post has been edited by sanakoev on 25 Jul 2025, 16:13