ეხლა ერდოღანის ტრანსფორმირებაზე მინდა დავწერო
ესეიგი, ერდოს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის წინა ადმინისტრაციასთან და ამის გამო ხშირად დასავლეთის ინტერესების საპირისპირო ნაბიჯებსაც დგავდა (რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ შეერთება, ისრაელთან დაძაბვა, სირიის თემები და ა,შ)
ტრამპთან კი აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და მაქსიმალურად გადადის ამერიკულ ბანაკში
და რაში გამოიხატება ეს
ამერიკას ეხვეწება F-35-ები მომყიდეო და სრულად ჩავხსნი რუსულ შეიარაღებასო (ს-400-ები)
და არც მომავალში არ ვიყიდიო, ამერიკულს ვიყიდი ყველაფერსო
ასევე, მხარს უჭერს ამერიკის ჩართულობით სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას და სავარაუდოდ ყველაზე სტრატეგიულ ზანგეზურის კოლიდორის ამერიკელების მიერ კონტროლს
დათანხმდა რუსეთის სრულ გაძევებას პროცესებიდან ამერიკის მიერ
სირიის ახალ რეჟიმს აახლოვებს ამერიკასთან
სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სირია ამერიკას გადასცემს სამართავად მის ნავთობის და გაზის საბადოებს
ანუ ერდო მაქსიმალურად გადადის ამერიკის ორბიტაზე (ხაზგასმით ამერიკის და არა დასავლურ)
და ცდილობს მაქსიმალურად ახლოს იყოს ძია სემთან
და ამ ფონზე
მოხდება ერდოს ვიზიტი კიევში
თუკი ამერიკა ეტყვის (ტრამპი)
დარწმუნებული ვარ ერდო იარაღსაც მიაწვდის უკრაინას(დიდი რაოდენობით)
და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც შეუერთდება
რაც დიდი დარტყმა იქნება პუტინისთვის
მოკლედ, უკრაინას ძალიან აწყობს
თურქეთის ასე მკვეთრად ამერიკის ბანაკში გადასვლა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 4 Aug 2025, 20:27