AGENT007ხო ნუ ნაწილობრივ მართალია
მარა მედალს ორი მხარე აქვს
ანუ ამერიკის მიმართ შეიძლება ლეგიტიმური პრეტენზია გვქონდეს თუ რატო მეტს არ ეხმარება
მარა, ისიც ფაქტია, რომ რო არა ამერიკა
დიდი ალბათობით უკრაინა უკვე ომში დამარცხებული იქნებოდა
ათეულობით მილიარდი დოლარის იარაღი მიაწოდა ამერიკამ
მათ შორის კრიტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი შეიარაღება (პეტრიოტები, ჰაიმარსები, ბრედლები და ა,შ)
ასევე, ამერიკა არის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მთავარი შემაკავებელი ძალა
დასავლური ცივილიზაციის მთავარი იმედი და ფარი
ნატოს მატორიც და ხერხემალიც
და მხოლოდ ამერიკის ფაქტორია, რაც აკავებს ავადმყოფურ რეჟიმებს კიდევ უარესი სისასტიკეებისაგან
ამერიკაა დემოკრატიის და დასავლური ფასეულობების მთავარი დამცველი და ჩვენი(უკრაინა/საქართველო) მთავარი იმედიც
მსოფლიო განვითარების, ტექნოლოგიებისა და პროგრესის მთავარი ეპიცენტრი
ეს უფრო სწორი ასახვაა რეალობის
რათქმაუნდა კიდე უფრო მეტის სურვილი გვაქვს
მარა არასწორია ამერიკის დახმარების წილის ან ზოგადად როლის დაკნინება
იმიტომ რომ რო არა ამერიკა
მსოფლიო გაცილებით უფრო უარეს გარემოში იცხოვრებდა
წარმოიდგინე მსოფლიო პუტინის, სის, კიმის, აიათოლას და ამნაირი ავადმყოფების ხელში
ამერიკა რომ არ აბალანსებდეს და აკავებდეს მათ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 27 Jul 2025, 02:27