კაი მოკლედ დიდგორას აღარ დავცინებ და არ მივაქცევ ყურადღებას, იგნორში ჩავსვამ. ყველამ იცის უკვე რასაც წარმოადგენს და არ ღირს.
-------
ახლა რაც შეეხება პოკროვსკს.
როგორც უკვე ვთქვი, თავი კარგად გამოიჩინა სირსკის აწყობილმა სისტემამ რაზეც ვწერდი. ეს გამოიხატება იმაში რომ ადგილზე მყოფი ქვედა რგოლის ოფიცრები ვერ ბედავენ რეალური ინფორმაციის მიწოდებას მაღლა, იმიტომ რომ მაღლა არ სურთ არანაირი ცუდი ინფორმაციის გაგონება, იმიტომ რომ კიდევ უფრო მაღლა არ სურთ ამის გაგონება.
შედეგად ვიღებთ სიტუაციას როდესაც ქვედა რგოლი აწვდის არასწრორ ინფორმაციას ზედა რგოლს და ასე სანამ პირადად სირსკიმდე და გენ.შტაბამდე არ მივალთ.
აწვდიან ინფორმაციას რომ ყველაფერი კარგად მიდის. საგანგაშო არაფერია, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.
ზოგიერთი პოზიცია დაკარგულია რამდენიმე დღეა და მაგას მაინც არ ამბობენ, რაც იწვევს კოორდინაციის პრობლემებს.
მოდის ფრონტზე შევსება და ეუბნებიან რომ აი ის პოზიცია დაიკავეთ და გაამაგრეთო, ამ დროს იქ უკვე დიდი ხანია რუსები არიან
მოშლილია სრულად კოორდინაცია და ინფორმაცია მეზობელ ნაწილებს შორის. ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს. შევსება რომ მოდის იმათ საერთოდ არ იციან რა ხდება.
მოკლედ ახლა პოკროვსკთან თავდაცვის კრიზისი დაიწყო
რუსები ეტაპობრივად აღწევენ ქალაქის მისადგომებთან და შიგნით ქალაქშიც მცირე ჯგუფებით, ცალკე ფლანგებზე აწვებიან ლოჯისტიკას.
ამ დროს გენ.შტაბში მარილზე ზიან და ვირტუალურ რუკებს უყურებენ სადაც ყველაფერი კარგად არის და პრობლემა არ არის.
კარგ ხანს გაძლო პოკროვსკმა ასეთი მიდგომით, მაგრამ ახლა გამოიჩინა ამ მიდგომის არაეფექტურობამ თავი ძალიან მძიმედ
უახლოეს დროში საჭიროა სწრაფი რეაგირება.
ან დიდი რაოდენობით რეზერვები უნდა გადაისროლონ პოკროვსკში და მის ფლანგებზე და რეალური ინფორმაციით იმსჯელონ ან უნდა დაიწყონ მზადება იმისთვის რომ ქალაქი დატოვონ ნელ ნელა სანამ ამის კარგი შესაძლებლობა არსებობს და ქაოტური უკანდახევა არ მოხდეს.
პ.ს
ინფორმაცია 100% ნაღდია და მომაქვს შემოწმებული, ადგილზე მყოფი კარგად ინფორმირებული უკრაინელებისგან რომლებიც ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ზემოთ მყოფებს და განგაშის ზარებს ტეხავენ
ვნახოთ გაგონილი იქნება თუ არა ეს ყველაფერი დროულად თუ ისევ ბახმუტი გამეორდება
პ.ს
ცუდი ინფორმაციის გაგონება უკრ.გენშტაბში რატომ არ უნდათ ეგეც მგონი ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, მერე მაგ სირსკის მოეთხოვება ცალკე პოლიტიკოსებისგან, პირადად ერმაჩოკ ანდრიუშასგან, რომელიც არარელისტურ სურათებს ხატავს. ამიტომ არის მავნებელი ვირთხა რომელიც სამხედრო საჭიროებებს და რეალობას უშლის ხელს!ასეთი სისტემა ეფექტურად ვერ იმუშავებს და მაგრად წააგავს 2022 წლის რუსული ჯარის მიდგომას
ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც დგას ფრონტი არის ინდივიდუალური უკრაინელი ჯარისკაცების თავდადება და გმირობა, დრონები და ასე შემდეგ.
ომში თავდადება და გმირობა არ უნდა იყოს საჭირო და დანაკარგის მინიმიზაცია უნდა ხდებოდესპატონის ფრაზა:
ნუ იქნები სულელი რომელიც თავს გაწირავს თავისი სამშობლოსთვის, ისე ქენი რომ მტერი მოკვდეს თავისი ქვეყნისთვისანუ სულ არ არის საამაყო და კარგი ის რომ გმირობის და თავგანწირვის ხარჯზე დგას სიტუაცია როდესაც შეიძლება ნორმალურად აწარმოო ომი და ასეთი გმირობა თავიდან აირიდო და რესურსი შეინარჩუნო.
P.s
საჭიროების შემთხვევაში შემიძლია ყველა წყაროს მოყვანა და იმის დამტკიცება რომ სიმართლეს ვამბობ
ვიღაც-ვიღაცეები რომ არ გამომიხტნენ მერე "დივნის გენერალი ხარ" რა იცი და ასე შემდეგ
სირსკი მაგარი კაცია და ყველაფერი კარგად მიდის ჯარში