#62195696 · 29 Jul 2025, 04:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კონტაქტორების იუტუბების ერთი საყვარელი თემაა მაგაზე ლაპარაკი-- თუ მართლა არსებობენ უცხოპლანეტელები, მაშინ რატომ არ მოდინ, რატომ არ დაგვენახვებიან, რას იპრანჭებიან და გვამარჩიელებენ, არ ჯობია, რომ მოვიდნენ და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს რა არის, როგორ არის და მორჩეს ამ საკითხებზე ჭიდაობა-ო, აი ეს არის ყველაზე პოპულარული კითხვა. ეს კიტხვა გდასცეს კონტაქტორებმა უცხოპლანეტელებს და მიიღეს ესეთი პასუხი:-- რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ეთიკის ნორმები და კანონები. თქვენს პლანეტაზე, დედამიწაზე მტავრობებმა იციან, რომ არსებობენ უცხოპლანეტელები, ამერიკელებმა იციან, ჩინელებმა და საბჭოთა კავშირმა, რადგან 60-იან წლებში მოხდა რაღაცა და უცხოპლანეტელების ხომალდები ტყვედ აიყვანეს ამ ქვეყნებმაო. ხოდა იციან, ნანახიც ჰყავთ, და რახან თვითონ მთავრობა მალავს ამას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, და არც სურვილი, რომ ჩამოვიდეთ და მთავრობის საწინააღმდეგო საქციელი გავაკეთოთო. ამიტომ სანამ თვითონ მტავრობები არ აღიარებენ ჩვენს არსებობას, არ გამოვჩნდებითო.
და არსებობს კიდევ მეორე--უფრო სერიოზული მიზეზი, ეს არის რელიგიური მიზეზი, ეხლა რომ უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ ოფიციალურად რომ გამოჩნდნენ, მაშინ გამოვა, რომ ქრისტიანული რელიგია და მთელი ეს მამაოები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ არ არსებობენ უცხოპლანეტელები. ამის გამო ხალხი თავს იგრძნობს მოტყუებულად, დაენგრევათ სამყაროს სურათი და ხალხი გაიყოფა ორად-- ვისაც მღვდელების სჯეროდა, მაგრამ ეხლა იფიქრა, რომ-- ეს თუ ტყუილი გამოდგა, და ყოფილან უცხოპლანეტელები, ესეიგი სხვა რამეებიც შეიძლება ამათი ნათქვამი ტყუილი იყოსო --ეს ერტი ნაწილი და მეორე ნაწილი -რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ ესენი უცხოპლანეტელები კი არა დემონები არიან და ამ ორ ხალხს შორის მოხდება უთანხმოება, რომელიც მოიცავს მთელს მსოფლიოს და ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი მიზეზით ადამიანებმა ერთმანეთი დახოცონო// კიდევ ბევრი სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ესენიც საკმარისია
|